29 დეკემბერი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT20240 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე.
წინადადება უნდა მოიცავდეს ფასებს ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორის დღგ-ს ჩათვლით, მოწოდების ვადებს, საგარანტიო და გადახდის პირობებს.
შესასყიდი პროდუქციის მოთხოვნილი მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია შემოთავაზების ფორმაში - დანართში №2;
აუცილებელი პირობები:
დანართში №2 მითითებული რაოდენობის შესყიდვას ბანკი განახორციელებს ეტაპობრივად 2024 წლის განმავლობაში, შემდეგი პირობების გათვალისიწნებით:
- შესასყიდი რაოდენობები მოცემულია შემოთავაზების ფორმაში - დანართში №2 ში არის აღნიშნული პერიოდის მანძილზე საორიენტაციოდ შესასყიდი რაოდენობა.
- სილქ ბანკი არ იღებს საორიენტაციო რაოდენობის სრულად გამოსყიდვის ვალდებულებას.
- შერჩეული კომპანია ვალდებული იქნება დანართ N 2 მითითებული კომპიუტერული ტექნიკის დამატებითი მარაგების საჭიროების შემთხვევაში სილქ ბანკს ტენდერში დაფიქსირებულ ფასად მიჰყიდოს საორიენტაციო რაოდენობის 50%-მდე რაოდენობა. შეკვეთის მომენტში თუ შერჩეული მოდელის ფასი რითეილ მაღაზიაში უფრო დაბალ ფასად იქნება, კომპანია ვალდებულია პროდუქტის ფასი რითეილ ფასის ზღვრამდე ჩამოწიოს);
- ბანკი განიხილავს პროდუქციის შეკვეთით ჩამოტანის შესაძლებლობასაც
- შესაძლებელია შესყიდვა განხორციელდეს სხვადასხვა მომწოდებლებისგან;
- შემოთავაზებული პროდუქცია განხილული იქნება თითოეული პოზიციისთვის ცალკ-ცალკე, მახასიათებლისა და ფასის გათვალიწინებით.
აუცილებელი მოთხოვნები:
- შესაძლებელია კომპანიებმა წარმოადგინონ წინადადება დანართ N 2 არსებული ჩამონათვალზე დამატებით სხვა კომპიუტერული პროდუქტისა;
- პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს წინადადება მხოლოდ ერთ ან/და რამდენიმე ბრენდზე ერთად;
- შემოთავაზების ფორმის დანართ №2-ში აუცილებლად მიუთითეთ შემოთავაზებული პროდუქციის ბრენდის დასახელება და დეტალური ტექნიკური მახასიათებლები;
- საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დანართი №2 - შემოთავაზების ფორმის რედაქტირება, მაგალითად: სტრიქონის დამატება, თუ ერთსა და იმავე პროდუქტზე რამდენიმე შეთავაზება გექნებათ (მაგ.: სხვადასხვა ბრენდის/მოდელის ტექნიკა);
- პრეტენდენტების მიერ შემოთავაზებული პროდუქცია აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს ცხრილში მითითებულ მინიმალურ მოთხოვნებს.
დამატებითი მოთხოვნები:
- ფასების მოწოდება ხდება დანართი №2 მეშვეობით;
- წარმოდგენილი წინადადება აუცილებლად უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დასკანერებული სახით;
- პრეტენდენტმა კომპანიამ დანართი №2 უნდა ატვირთოს, ასევე excel-ის ფორმითაც;
- წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მათ შორის დღგ და ტრანსპორტირების/მოწოდების ხარჯები თბილისის მაშტაბით;
- ბანკის მოთხოვნაა, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში შემოთავაზებული ტექნიკის შეკეთება/მომსახურების გაწევა მოხდეს ბრენდის ავტორიზებულ სერვისცენტრში.
ანგარიშსწორების პირობები:
- სილქ ბანკი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმებს გენერალურ ხელშეკრულებას სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი ფასების უცვლელობის პირობით;
- ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით;
- მომწოდებელი ვალდებულია გახსნას ანგარიში სილქ ბანკში.
გამარჯვებულის გამოვლენა:
სატენდერო კომიტეტი განიხილავს წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს ერთ ან რამოდენიმე კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- ფასი
- ხარისხი /ტექ.მახასიათებლები
- მოწოდების ვადები
- საგარანტიო ვადები/სერვისის ვადები
მომწოდებლის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- დანართი N1- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა
- დანართი N2 –- ხარჯთაღრიცხვა
შემოთავაზებების მიღების წესი:
- შემოთავაზება დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინოთ სს სილქ ბანკის სათაო ოფისის კანცელარაიში, 29 დეკემბრის დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
- მის. ქ. თბილისი ზაარბრიუკენის მოედანი N 2 სს“სილქ ბანკი“
პროცესის მსვლელობასთან და პროცესთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით გთხოვთ მოიწეროთ procurement@silkbank.ge
ხოლო ტექნიკურ კითხვებთან დაკავშირებით და სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
შალვა ლეჟავა
ტელ: 577362888
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები