28 დეკემბერი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT20253 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის, პერიფერიული მოწყობილობებისა და აქსესუარების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ღია ტენდერს, კომპიუტერული ტექნიკის, პერიფერიული მოწყობილობებისა და აქსესუარების შესყიდვის მიზნით 15 ლოტად.
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და სატენდერო შემოთავაზებები დედნების სახით ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა.
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა:
- 2023 წლის 28 დეკემბრის 18:00 საათი. სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სს „ქართუ ბანკი“ (ტენდერის დასახელება - კომპიუტერული ტექნიკის, პერიფერიული მოწყობილობებისა და აქსესუარების შესყიდვა).
- სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტს შეუძლია (მისამართიდან: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ.#39ა) სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე.
საკვალიფიკაციო და სავალდებულო დოკუმენტაცია:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
- საბანკო რეკვიზიტები;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
- სრულად შევსებული Excel-ის ფაილი - დანართი #1; (პრედენდენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მისთვის სასურველ ლოტებში)
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესში.
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
- შემოთავაზებული საქონელი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დანართ N1-ში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს/სპეციფიკაციებს.
- ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა, დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს დანართი #1-ით გათვალისწინებული პროდუქციის შესაბამისი ნიმუშები.
- ტენდერში მონაწილე კომპანიებს ტენდერის დასრულებიდან (მოთხოვნის შემთხვევაში), 1 თვის განმავლობაში შეუძლიათ მოითხოვონ წარმოდგენილი ნიმუშების უკან დაბრუნება, კერძოდ მოახდინონ გატანა მიწოდების მისამართიდან.
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლიდან 1 თვის განმავლობაში შეუძლია მოითხოვოს წარმოდგენილი ნიმუშების უკან დაბრუნება, კერძოდ მოახდინოს გატანა მიწოდების მისამართიდან.
ძირითადი მოთხოვნები:
- შეკვეთა მომწოდებელთან - დამკვეთის მიერ განხორციელდება დანართი #1-ში განსაზღვრული სავარაუდო რაოდენობების მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
- საქონლის მიწოდება -უნდა განხორცილედეს, ბანკის სათაო ოფისში, ადგილზე მიტანით (ტრანსპორტირებით), მოთხოვნილი რაოდენობის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, მისამართზე ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა.
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესახებ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში - ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია.
შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 48 საათით ადრე, სს „ბანკი ქართუს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:
https://www.cartubank.ge/index.php?m=464
საკონტაქტო პირი ტექნიკურ და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე:
საორგანიზაციო საკითხებზე:
ირაკლი შენგელაია,
მობილური ნომერი: (+995) 595 331 604,
ქალაქის ნომერი: (032) 200 80 80 (464);
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge
ტექნიკურ საკითხებზე:
გიორგი გრძელიშვილი,
მობილური ნომერი: (+995) 591 401 054,
ქალაქის ნომერი: (032) 200 80 80 (465);
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები