28 დეკემბერი 2023, 14:00
სტატუსი:
დასრულებულიT20261 - ტენდერი საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ტენდერს საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე.
ტენდერის მიზანია გამოავლინოს დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც შეძლებენ მოთხოვნილი მომსახურების გაწევას. შესასყიდი პროდუქციის მოთხოვნილი მინიმალური მახასიათებლები მოცემულია შემოთავაზების ფორმაში - დანართში №2;
ტენდერის პირობები:
დანართში №2 მითითებული რაოდენობის შესყიდვას ბანკი განახორციელებს ეტაპობრივად 2024 წლის განმავლობაში, შემდეგი პირობების გათვალისიწნებით:
- შესასყიდი საორიენტაციო რაოდენობა მოცემულია შემოთავაზების ფორმა - დანართში №2;
- შესაძლებელია საორიენტაციო რაოდენობით გათვალისწინებულზე 30% მეტი ან ნაკლები ღირებულების საქონლის შესყიდვა;
- შერჩეული კომპანია ვალდებული იქნება დანართ N 2 მითითებული საკანცელარიო საქონლის დამატებითი მარაგების საჭიროების შემთხვევაში სილქ ბანკს ტენდერში დაფიქსირებულ ფასად მიჰყიდოს საორიენტაციო რაოდენობის 50%-მდე რაოდენობა;
- შეკვეთის მომენტში თუ შერჩეული მოდელის ფასი რითეილ მაღაზიაში უფრო დაბალ ფასად იქნება, კომპანია ვალდებულია პროდუქტის ფასი რითეილ ფასის ზღვრამდე ჩამოწიოს;
- შესაძლებელია კომპანიებმა წარმოადგინონ წინადადება დანართ N 2 არსებული ჩამონათვალზე დამატებით სხვა საკანცელარიო პროდუქტისა;
- პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს წინადადება მხოლოდ ერთ ან/და რამდენიმე ბრენდზე ერთად;
- საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დანართი №2 - შემოთავაზების ფორმის რედაქტირება, მაგალითად: სტრიქონის დამატება, თუ ერთსა და იმავე პროდუქტზე რამდენიმე შეთავაზება გექნებათ (მაგ.: სხვადასხვა ბრენდის/მოდელის საქონელი);
- მიწოდების ადგილი - ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N 2.
აუცილებელი მოთხოვნები:
- შემოთავაზების ფორმის დანართ №2-ში აუცილებლად მიუთითეთ შემოთავაზებული პროდუქციის ბრენდის დასახელება და დეტალური ტექნიკური მახასიათებლები;
- პრეტენდენტების მიერ შემოთავაზებული პროდუქცია აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს ცხრილში მითითებულ მინიმალურ მოთხოვნებს;
- ფასების მოწოდება ხდება დანართი №2 მეშვეობით;
- წარმოდგენილი წინადადება აუცილებლად უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დასკანერებული სახით.
დამატებითი მოთხოვნები:
- ფასების მოწოდება ხდება დანართი №2 მეშვეობით;
- წარმოდგენილი წინადადება აუცილებლად უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დასკანერებული სახით;
- წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მათ შორის დღგ და ტრანსპორტირების/მოწოდების ხარჯები საქართველოს მაშტაბით;
- უპირატესობად ჩაითვლება თუ კომპანია საქონლის მიწოდებას უზრუნველყოფს შემდეგ რეგიონალურ მისამართებზე: ქ. ბათუმი, დავით მამულაძის ქ. N 13 ქ. ქუთაისი ზ. გამსახურდია ქ. N 23.
ანგარიშსწორების პირობები:
- ბანკი ყოველ ჯერზე ფილიალებისთვის (თბილისი, რეგიონი) განახორციელებს 1 თვის მარაგის შესყიდვას. ანგარიშსწორება განხორციელდება საქონლის მიტანიდან 5 სამუშაო დღეში;
- სილქ ბანკი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმებს გენერალურ ხელშეკრულებას სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი ფასების უცვლელობის პირობით;
- ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით;
- მომწოდებელი ვალდებულია გახსნას ანგარიში სილქ ბანკში.
გამარჯვებულის გამოვლენა:
სატენდერო კომიტეტი განიხილავს წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს ერთ ან რამოდენიმე კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- ფასი
- ხარისხი /ტექ.მახასიათებლები
- მოწოდების ვადები
მომწოდებლის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- დანართი N1- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა
- დანართი N2 – ხარჯთაღრიცხვა
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, გამოცდილება, კლიენტების სია (თავისუფალი ფორმით);
შემოთავაზებების მიღების წესი
შემოთავაზება დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინოთ სს სილქ ბანკის სათაო ოფისის კანცელარიში, 28 დეკემბრის დილის 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.
მისამართი - ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N 2
საკონტაქტო პირი:
ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი
შალვა ლეჟავა
ტელ: 577362888
procurement@silkbank.ge
ტენდერის კატეგორია:
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა