ჩაბარების ვადა:
29 დეკემბერი 2023, 12:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T20263 - ტენდერი ლეპტოპის ჩანთების დამზადებზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,სმარტსოფტი“ აცხადებს ტენდერს ლეპტოპის ჩანთების დამზადებასთან დაკავშირებით.
კონკრეტული დავალება:
- ლეპტოპის ჩანთები დამზადებული უნდა იყოს ტყავის მასალისგან, სატენდერო განაცხადს თანდართული სამუშაო დოკუმენტის და ვიზუალის შესაბამისად;
- სამუშაო დოკუმენტში მოცემული ლოგო ,,JetX“ უნდა იყოს განთავსებული ჩანთის წინა მხარეს, ხოლო ლოგო ,,Smartsoft“ - უკანა მხარეს, ორივე ლოგო ემბოსით ჩაწეული.
- ჩანთა უნდა იყოს განკუთვნილი 15 ინჩიანი ლეპტოპისთვის, შემდეგი ზომებით:
- სიგანე - 40სმ
- სიმაღლე - 28 სმ
- სიღრმე - 4-6 სმ - რაოდენობა - 70 ცალი (შესაძლოა, ხელშეკრულების ეტაპზე
- რაოდენობა მცირედით დაკორექტირდეს)
- სატენდერო დოკუმენტაციის განსაზღვრული ჩანთების სრული რაოდენობის დამზადება და შემსყიდველისათვის მოწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2024 წლის 1 თებერვლისა.
- პრეტენდენტმა კომპანიამ ტენდერის დასრულებიდან არაუმეტეს 10 კალენდარულ დღეში შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა წარმოუდგინოს ტენდერით მოთხოვნილი ვიზუალის და მახასიათებლების ჩანთის 1 ნიმუში.
მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:
კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
გადახდის პირობები:
ანგარიშსწორება განხორციელდება სრულად მოწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 სამუშაო დღეში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 29 დეკემბერი, 12:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
სოფიო ბასილაძე
ელ.ფოსტა: S.Basiladze@smartsoft.ge
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები