ჩაბარების ვადა:
29 იანვარი 2024, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT20289 - ტენდერი რაჭა ჰესის ღია და დახურული გამანაწილებელი მოწყობილობის 6,3 და 35კვ-ს ვაკუუმური ამომრთველების შეკეთება - რეაბილიტაციაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს რაჭა ჰესის ღია და დახურული გამანაწილებელი მოწყობილობის 6,3 და 35კვ-ს ვაკუუმური ამომრთველების შეკეთება - რეაბილიტაციაზე. #26/12-GIEC-S-Hydro/Racha-VCB-24
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით ტექნიკური დავალების შესაბამისად (დანართი N1 - ვაკუუმური ამომრთველების რეაბილიტაცია)
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ (ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე).
- ინფორმაცია შესრულების ვადების შესახებ (შესრულების სასურველი ვადა 2024 წლის აპრილი- მაისი).
ობიექტის მისამართი:
- ამბროლაურის რაიონი, სოფელი სადმელი
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
- კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი);
აუცილებელი პირობები:
- აუცილებელია სამუშაოებთან დაკავშირებული რისკების შეფასების დოკუმენტის მომზადება შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტის მიერ სამუშაოების დაწყებამდე და სამუშაოების მიმდინარეობისას შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვის უზრუნველყოფა.
- პრეტენდენტი ვალდებულია წინადადების წარმოდგენამდე მოახდინოს სიტუაციის ადგილზე შესწავლა და სამუშაო პირობები წინასწარ შეათანხოს დამკვეთთან.
- შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Bivaniashvili@gig.ge ან წინასწარი შეტყობინების შემთხვევაში (595 888 268 - ბექა)შესაძლებელია წინადადების დალუქული კონვერტით წარმოდგენა შემდეგ მისამართზე - ქ. თბილისი, გამსახურდიას ქ. (ყოფილი პეკინის გამზირი) #34. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის ნომერი - #26/12-GIEC-S-Hydro/Racha-VCB-24, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: ბექა ივანიაშვილი; ტელ: 595 888 268
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბატონ ლერი ჭიპაშვილს, ტელ: 599 88 11 66
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 29 იანვარი 17:00 სთ;
შეთავაზების ვალუტა: ლარი
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა