ჩაბარების ვადა:

15 იანვარი 2024, 18:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T20324 - ფასთა გამოკითხვა სარეზერვო ელექტრომომარაგების სამუშაოების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება: შეიცვალა დოკუმენტი - ,,ფასების ცხრილი". გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია: ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 15.01.2024 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს ბანკი აცხადებს ფასთა კვლევას ქ. ბათუში, მ. აბაშიის ქუჩა #58-ში არსებული გენერატორიდან ქ. ბათუმში, პ. მელიქიშვილის ქუჩა #5-7-ში მდებარე ობიექტის მკვებავი კაბელის გაყვანის სამუშაოებზე.

შენობამდე ასაშენებელია 0,4 კვ-ს 340 მეტრი სიგრძის საკაბელო ეგხ.

რისთვისაც უნდა განხორციელდეს შემდეგი სამონტაჟო სამუშაოები:

  • გენერატორიდან ობიექტამდე უნდა ჩაიდოს 340 მეტრი სიგრძის 0,4 კვ-ს საკაბელო ეგხ.
  • გრუნტში კაბელის ჩადების სიღრმე ბუნებრივ პირობებში 800 მმ. ტრანშეის სიგანე 400 მმ. ტრანშეის სიგრძე 309 მ. საავტომობილო გზის გადაკვეთაზე, კაბელი გატარდეს, Ǿ150 მმ გოფრირებულ მილში.
  • სამონტაჟო სამუშაოებისა და დემონტაჟის შესრულების დროს დაცული იყოს „ელექტროდანადგარების მოწყობის წესები“ და „უსაფრთხოების ტექნიკის" წესები.

გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტისგან სამშენებლო ნებართვის აღება და განხორციელებული პროექტის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

შესრულების ვადა : ხელშეკრუკლების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 თვის ვადაში.

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური სამუშაოების შესრულების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება,
  • 2021-2023 წლებში პრეტენდენტის ფინანსური შემოსავალი ანალოგიური სამუშაოებიდან უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს, მათ შორის პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 100  000 ლარის ანალოგიური სამუშოების შესრულების გამოცდილება, რაზეც უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოზე გაფორმებულიხელშეკრულებების და ამ სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (სამუშაოების შესრულებისაქტი, ან/და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებულისამუშაოების დამადასტურებელი ცნობა). იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური გამოცდილება რეგისტრირებულია სახელმწიფოშესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლოა მითითებულ იქნას  სისტემის მიერ მინიჭებულიNAT/SPA/CMR ნომერი.

პრეტენდენტის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ფინანსური ბრუნვის ამონაწერი 01/01/2021 12/12/2023 პერიოდზე.
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, (გამოცდილება, კლიენტების სია).
  • გამოცდილების შესახებ ინფორმაცია.

პრეტენდენტებმა - “ფასების ცხრილშიუნდა მიუთითონ გამოსაყენებელი მასალების სასაქონლო ნიშანი და/ან მარკა/მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.

ბანკის მხრიდან შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს საავანსო საბანკო გარანტია და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

შესრულებული  სამუშაოს გარანტია:

  • აგარანტიო ვადა შესრულებულ სამუშაოზე და გამოყენებულ მასალებზე მოქმედებს მიღება-ჩაბარების აქტისგაფორმებიდან 2 წელი.
  • სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენისშემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/დაარაჯეროვანი შესრულებით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებისაკუთარი ხარჯებით.
  • ბანკის მხრიდან შესაძლოა მოთხოვნილ იქნას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო ან სადაზღვეო გარანტია, მთლიანი საკონტრაქტე ღირებულების 10% ის ოდენობით.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 15 იანვარი, 2024 (18:00 საათი)
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:

ბექა მუმლაძე
b.mumladze@bog.ge

+995 551 46 20 03

ტენდერის კატეგორია:

  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    8 იანვარი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა