17 იანვარი 2024, 23:59
სტატუსი:
დასრულებულიT20368 - ტენდერი სარემონტო სამუშაოებისთვის აუცილებელი ნახაზების, დიზაინის, რენდერების, ხარჯთაღრიცხვის მომზადებასა და სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს “იორკ ჯოლდინგ გრუპი” აცხადებს ტენდერს შიდა სარემონტო სამუშაოებისთვის აუცილებელი ნახაზების, დიზაინის, რენდერების, ხარჯთაღრიცხვის მომზადებასა და სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურებაზე.
დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადება ელექტრონულად უნდა გამოგზავნონ შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: procurement@yorktowers.com
ტენდერის მიზანია, გამოვლინდეს ერთი ან რამოდენიმე კომპანია, რომელთანაც დამკვეთი გააფორმებს ჩარჩო ხელშეკრულებას აღნიშნულ მომსახურებაზე ერთ წლიანი ვადით (გაგრძელების პირობით).
მომსახურების აღწერა:
ხელშეკრულების ფარგლებში ჩასატარებელი იქნება შემდგი სამუშაოები:
- უძრავი ქონების აზომვა.
- სარემონტო სამუშოების ნახაზების მომზადება.
- მათ შორის MEP ნახაზების მომზადება.
- ინტერიერის დიზაინის ნახაზი (2 ვარიანტი).
- რენდერების აწყობა.
- სარემონტო სამუშაოების BOQ-ს მომზადება (ფასების გარეშე).
- ავეჯის ნახაზების გაკეთება, ავეჯის აზომვა.
ფასების შესავსებად გამოიყენეთ დანართი N 1 - ხარჯთაღრიცხვა.
კონტრაქტის პირობები იხილეთ დანართში N 2 - კონტრაქტის ფორმა.
შეფასების კრიტერიუმები:
- მომსახურების ერთეულის ფასი
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროექტირების სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
- 3 რეკომენდაცია (რეფერენსი).
- 3 დასრულებული პროექტი.
დამატებითი პირობები:
- ტენდერის ფარგლებში მიღებული ფასები არ შეიცვლება ხელშეკრულების სრული ვადის განმავლობაში.
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს ჩათვლით.
ტენდერის მონაწილეებმა შემოთავაზება უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: procurement@yorktowers.com. შეთავაზების მიღების ბოლო ვადაა 17.01.2023
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
- შევსებული ხარჯთაღრიცხვა.
- სულ მცირე 3 სარეკომენდაციო წერილი.
- ინფორმაცია სულ მცირე 3 დასრულებული პროექტის შესახებ.
ტენდერთან დაკავშირებული კითხვები მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: procurement@yorktowers.com
დამკვეთი იტოვებს უფლებას მიღებულ შეკითხვებზე პასუხი საჯაროდ tenders.ge-ს საშუალებით გასცეს, პასუხი პირდაპირ ადრესატს დაუბრუნოს ან, კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, საერთდ არ უპასუხოს შეკითხვას.
ტექნიკური ხასიათის შეკითხვების დასაზუსტებლად დარეკეთ:
ელენე ჯგრენაია
ტელ: +995 593302200
ტენდერის კატეგორია:
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები