ჩაბარების ვადა:

29 დეკემბერი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2038 - ტენდერი მუხიანის ფილიალში სატვირთო ლიფტის შეძენასა და მონტაჟზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. განახლდა ტენდერის საბოლოო ჩაბარების ვადა და გახდა 29 დეკემბერი. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „მედისონ ჰოლდინგი“ არის კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო კომპანია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ პირებს სამედიცინო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიამ საქართველოში ფუნქციონირება 2011 წელს დაიწყო და ამჟამად 3 ფილიალი აქვს გახსნილი. მედისონ ჰოლდინგს სათავეში უდგას გამოცდილი და კვალიფიციური მენეჯმენტი, საერთაშორისო გამოცდილების და პროფესიონალი ექიმებისაგან შემდგარი გუნდი.

შპს „მედისონ ჰოლდინგი“ აცხადებს ტენდერს მუხიანის ფილიალში სატვირთო ლიფტის შეძენასა და მონტაჟზე.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის ძირითადი მოთხოვნები;
  • სააპლიკაციო ფორმა;

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • ფასები სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად (იხ. მიმაგრებული ფაილი);
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • მოწოდების პირობები;
  • საგარანტიო პირობები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში);

გთხოვთ საბუთებთან ერთად ასევე გამოაგზავნოთ CD დისკზე ჩაწერილი შევსებული სპეციფიკაცია.

ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ).

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ტენდერში შემოტანილი ვადების, პირობების და მომსახურების შესაბამისად.

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ვაჟა-ფშაველას გამზ. 16.

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 29 დეკემბერი 2016 წ. (18:00სთ-მდე).

ტექნიკურ/ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ:

კახაბერ პატაშურს
შპს „მედისონ ჰოლდინგი“
სათაო ოფისი, ვაჟა ფშაველას გამზ. 16 თბილისი 0112
ტელ: (+995) 577 39 92 82
E-mail: k.patashuri@medison.ge

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

ნიკოლოზ ბაგაურს
შესყიდვების და ლოჯისტიკის განყოფილება
შპს „მედისონ ჰოლდინგი“
სათაო ოფისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 16, თბილისი 0112
ტელ.: (+995) 595 04 33 05 
E-mail: n.bagauri@medison.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები

დოკუმენტაცია