ჩაბარების ვადა:

15 იანვარი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2043 - ტენდერი ტაქსით მომსახურების კომპანიის შერჩევაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" აცხადებს ტენდერს: ტაქსით მომსახურების კომპანიის შერჩევაზე.

ხელშეკრულება დაიდება 1 წლის ვადით.

ტენდერის პირობები და მოთხოვნები:

აუცილებელი პირობა:

  • ავტომობილი უნდა იყოს აღჭურვილი მრიცხველით;
  • უნდა უზრუნველყოს მგზავრების უსაფრთხო და კომფორტული გადაყვანა;
  • ავტომობილი უნდა იყოს გამართულ ტექნიკურ და სანიტარულ მდგომარეობაში;

გამოძახება უნდა ხდებოდეს და დასტურდებოდეს მხოლოდ წინასწარ დაფიქსირებული ტელ. ნომრების სიით;

  • გამოძახებისას აუცილებლად უნდა შეივსოს კომპანიის შიდა ბლანკი (ორ ეგზემპლარად);
  • ყოველი თვის ბოლოს უნდა ხორციელდებოდეს გამოძახებების შედარება ჩეკებისა და შიდა ბლანკების საფუძველზე.
  • რუსულენოვანი ოპერატორი;
  • დაგვიანებების მკაცრი კონტროლი.

კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • მომსახურების კორპორატიული ტარიფი თბილისში და თბილისის ფარგლებს გარეთ (1 კილომეტრის ფასი დღგ-ს ჩათვლით)
  • დალოდების ტარიფი (1 წუთის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით).
  • გამოძახების ღირებულება
  • რეაგირების დრო (გამოძახებიდან დახვედრამდე).

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" წარმოდგენილია ბაზარზე, როგორც მაღაზია "დომინო", რომელიც მომხმარებელს სამშენებლო მასალებსა და სახლისთვის ყველა საჭირო მასალის ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • გთხოვთ, ტენდერის მასალები (ინფორმაცია) მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით მისამართზე: თბილისი, თვალჭრელიძის #2, მაღაზია „დომინო“.
  • კონვერტზე უნდა მიუთითოთ მონაწილე კომპანიის სახელწოდება, ასევე, ტენდერის სახელწოდება.
    შემოთავაზების შემოტანა შესაძლებელია ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 09:00-დან 18:00-მდე. 
  • ასევე მასალები შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: a.kikalishvili@domino.com.ge
  • შემოთავაზების შემოტანის საბოლოო ვადა 2016 წლის 15 იანვარი 18:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები