ჩაბარების ვადა:

1 თებერვალი 2024, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T20483 - ტენდერი ბრონირებული მინების მოწოდებასა და მონტაჟზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია: ტენდერის დასრულების ვადად იქცა 1 თებერვალი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ბანკის ობიექტებისთვის ბრონირებული მინების მოწოდებასა და მონტაჟზე.

მონაწილეობის ინსტრუქცია:

  • ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული დოკუმენტები;
  • ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან მომსახურების გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრებამხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადიპირობები(შემდგომში - ხელშეკრულება). ამასთან ურთიერთთანამშრომლობის საორიენტაციო საერთოვადა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12(თორმეტი) თვეს;
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს;
  • ტენდერში მონაწილემ სისტემაში უნდა ატვირთოს შევსებული დანართი N1, ხოლო სისტემაში უნდა დააფიქსიროს ფასი დანართი N1-დან - ჯამური სატენდერო ფასი დოლარში (გადასახადების ჩათვლით)“;
  • საიტზე შემოთავაზებული ფასდაკლების შემთხვევაში, კომპანიამ, სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს ფასდაკლების გავრცელების მეთოდოლოგია, წინააღმდეგ შემთხვევაში ფასდაკლება გავრცელდება ყველა პუნქტზე პროპორციულად;
  • ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მომსახურების ადგილმდებარეობა და შესრულების ვადები განისაზღვრება ინდივიდუალურად ცალკეული შემთხვევებისთვის;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარშიგადასახადების ჩათვლით;
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორებაგანხორციელდება ბანკის ცალკეული დაკვეთით შესრულებული მომსახურების მიღება-ჩაბარებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის განმავლობაში;
  • ცალკეული შეკვეთის შესრულების ვადა უნდა იყოს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს თანდართული ფასების ცხრილის ფორმატის დაცვით;
  • შემოთავაზებულ პროდუქტს უნდა ჰქონდეს გარანტია არანაკლებ 1 (ერთი) წელი;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
    -შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);
    -საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
    -ფინანსური მდგომარეობისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
  • წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში.

სატენდერო მოთხოვნები:

  • ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 2 წლიანი ანალოგიური გამოცდილება;
  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული სულ მცირე 5 მსგავსი კონტრაქტის და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ასლი;
  • კომპანიების შემოთავაზებების განხილვის შემდეგ, აუცილებელი იქნება საბოლოო ნიმუშების წარმოდგენა. ნიმუშების წარმოდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს, მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში;
  • ბანკმა შესაძლოა დამატებით ჩაატაროს წარმოდგენილი ბრონირებული მინის ნიმუშების ტესტირება და ამ ტესტირების შედეგები გამოიყენოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
  • წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, ბანკი იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი;
  • ტენდერის შედეგად შესაძლოა გაფორმდეს ერთზე მეტი გენერალური ხელშეკრულება;
  • ბანკი იტოვებს უფლებას გააგრძელოს მოლაპარაკებები ტენდერში, ტექნიკურად მისაღები და უდაბლესი ფასის მქონე ორ კომპანიასთან და მოლაპარაკების შედეგების მიხედვით მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 1 თებერვალი, 2024 (18:00 საათი)
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

ბექა მუმლაძე
b.mumladze@bog.ge

+995 551 46 20 03

ტენდერის კატეგორია:

  • 14800000 სხვადასხვა არალითონური მინერალური პროდუქტი
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები