ჩაბარების ვადა:
5 თებერვალი 2024, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T20525 - ტენდერი საქართველოს ბანკის ობიექტებისთვის კარ-ფანჯრების, მინის შესაფუთი ფირების, მინაპაკეტების მიწოდებასა და მონტაჟზე
ელ. ტენდერი
გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია: ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 5 თებერვალი.
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს საქართველოს ბანკის ობიექტებისთვის კარ-ფანჯრების, მინის შესაფუთი ფირების, მინაპაკეტების მიწოდებასა და მონტაჟზე.
გამოცხადების თარიღი: 18 იანვარი 2024 წ
დასრულების თარიღი: 5 თებერვალი, 2024 წ
საკონტაქტო პირი:
შესყიდვების მენეჯერი
ბექა მუმლაძე
b.mumladze@bog.ge
ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:
- ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან მომსახურების გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრებამხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადიპირობები(შემდგომში - ხელშეკრულება). ამასთან ურთიერთთანამშრომლობის საორიენტაციო საერთოვადა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვეს;
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს;
- ტენდერში მონაწილემ სისტემაში უნდა ატვირთოს შევსებული დანართი N1, რომელშიც უნდა დააფიქსიროს ერთეული ფასები საქართველოში მოქმედი ყველა გადასახადის ჩათვლით, იმ შემთხვევაში თუ ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული პუნქტისთვის მასალა საჭირო არ არის, ან დემონტაჟი/ მონტაჟი/რემონტი არ სჭირდება შინაარსობრივად, განფასების შესაბამის ველებში მითითებულია „არ გამოიყენება“.
- დანართ N1-ში ტენდერის მონაწილემ უნდა დააფიქსიროს ტრანსპორტირებისა და მივლინების ხარჯი 1 კმ-ზე, თბილისიდან 30 კმ-ზე მეტი მანძილით დაშორებული ობიექტის შემთხვევაში;
- ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მომსახურების ადგილმდებარეობა და შესრულების ვადები განისაზღვრება ინდივიდუალურად ცალკეული შემთხვევებისთვის;
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორებაგანხორციელდება ბანკის ცალკეული დაკვეთით შესრულებული მომსახურების მიღება-ჩაბარებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის განმავლობაში;
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს თანდართული ფასების ცხრილის ფორმატის დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება.
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი N1);
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2);
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
- წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;
სატენდერო მოთხოვნები
- არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესი ტენდერში მონაწილის წინააღმდეგ;
- ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 2 წლიანი ანალოგიური გამოცდილება;
- ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული სულ მცირე 3 მსგავსი კონტრაქტის და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ასლი; შესაძლებელია წარმოდენილ იქნეს სახელმწიფო შესყიდვების პორტალის შესაბამისისი NAT, SPA ან CMR ნომრები
პრეტენდენტის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- არანაკლებ 2 (ორი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია)
- შევსებული ფასების ცხრილი დანართი N1
- შევსებული გამოცდილების შესახებ ინფორამაცია (თავისუფალი ფორმით)
- პრეტენდენტებმა დანართი N1 - “ფასების ცხრილში“ უნდა მიუთითონ გამოსაყენებელი მასალების სასაქონლო ნიშანი და/ანმარკა/მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
დანართები:
- დანართი 1 - ფასების ცხრილი
- დანართი 2 - საბანკო რეკვიზიტები
ტენდერის კატეგორია:
- 44200000 სტრუქტურული მასალები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები