ჩაბარების ვადა:
5 თებერვალი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT20568 - ტენდერი ღია ტიპის ვერტიკალური ვიტრინა მაცივრის (რეგალი) შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ღია ტიპის ვერტიკალური ვიტრინა მაცივრის (რეგალი) შესყიდვაზე.
დეტალური სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში (დანართი N1).
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ/უცხოურ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- დეტალური ინფორმაცია პროდუქციის შესახებ - გთხოვთ შეავსოთ მოცემული ექსელის ფაილი;
- გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია;
- ტრანსპორტირება საქართველოს ტერიტორიაზე - კომპანიის მოთხოვნის მიხედვით.
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.).
ტენდერის ჩაბარების პირობები:
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 5 თებერვალი, 18:00 საათი.
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41;
- შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 39700000 საოჯახო ტექნიკა