ჩაბარების ვადა:

31 იანვარი 2024, 17:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T20622 - ტენდერი მწვანე ნარგავების მოჭრა-გადარგვის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი (შემდგომში შემსყიდველი) აცხადებს ტენდერს, მწვანე ნარგავების მოჭრა-გადარგვის მომსახურების შესყიდვის შესახებ.

ტენდერში  მონაწილეობისთვის და დეტალური ინფორმაციის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა კომპანიამ წინადადება წარმოადგინოს ელექტრონული შესყიდვების პლატფორმაზე: https://tenders.ge/

გამოცხადების თარიღი:  24.01.2024
დასრულების თარიღი:  31.01.2024

საკონტაქტო პირები
შესყიდვების მიმართულებით:
ნინო მიქელაძე
599 88 43 22
nimikeladze@bog.ge

ტექნიკური მიმართულებით:
ეკატერინე ჯოხაძე
599 97 97 93
ekajokhadze@bog.ge

შემსყიდველი საჭიროებს თბილისის ტერიტორიაზე მდებარე მწვანე ნარგავების მოჭრა-გადარგვით სამუშაოების ჩატარებას.

  • ნარგავების მისამართი: იური გაგარინის 27, თბილისი (საკადასტრო კოდი: 01.10.13.005.034)
  • გადასარგავი ხეები უნდა გადაირგას შემდეგ მისამართზე: თბილისი, გაგარინის ქუჩასა და მდ.მტკვრის , სანაპიროს შორის , ავტოგასამართი სადგურის მიმდებარედ (საკადასტრო კოდი: 01.10.18.001.035)

მომსახურების შესრულებით დაინტერესებულ პირებმა უნდა დაგეგმონ ვიზიტი ნარგავების მისამართზე, იმისთვის რომ თავადვე მოახდინონ ნარგავების ტექნიკური შეფასება (თუ რომელი ექვემდებარება გადარგვა/მოჭრას) და შესაბამისად წარმოადგინოს განფასება, რაოდენობების მითითებითა და კომენტარებით.

ვიზიტის დასაჯავშნად დაუკავშირდით:
ეკატერინე ჯოხაძე
+995 (599) 979793
ekajokhadze@bog.ge

მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით შემდეგ დანართებს:

  • დანართი N1 _ არსებული ნარგავების კლასიფიკაცია ექსპერტიზის მიხედვით
  • დანართი N2 _ არსებული ნარგავების კლასიფიკაცია ტოპოგეგმაზე
  • დანართი N3 _ მწვანე ნარგავების სახეობრივი მდგომარეობისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ დასკვნა
  • დანართი N4 _ ნარგავების ფოტოსურათები
  • დანართი N5 _ გადარგვის ლოკაცია

ნარგავების მოჭრა გადარგვა უნდა განხორციელდეს  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11-58 ‘ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ’ დაცვით და სრულ შესაბამისობაში, ასევე შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი დანართი N3-ის მიხედვით (სადაც უპირატესია კანონმდებლობა).

საკონტრაქტო ვადა: მომსახურების სრულად შესრულებამდე.

დამატებითი პირობა სათადარიგო მომსახურებაზე:

  • შემსყიდველი განიხილავს ნებართვების მოპოვების მომსახურება მიანდოს მოჭრა-გადარგვის მომსახურებაზე შერჩეულ კომპანიას, შესაბამისად, გთხოვთ, წარმოადგინოთ ფინანსური შემოთავაზება ნებართვების მოპოვების მომსახურებაზე ცალკე - შესაბამისი ვადების მითითებით.
  • შემსყიდველი განიხილავს მომწოდებლის მიერ ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით მიღებულ ფინანსურს წინადადებას და მიიღებს გადაწყვეტილებას ნებართვების საკითხი გადაანდოს თუ არა მხარეს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავსი მომსახურების შესაბამისი მასშტაბებით შესრულების გამოცდილება ადგილობრივ ბაზარზე - მინიმუმ 3 წელი.
  • მომსახურების დაწყების შესაძლებლობა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღეში.

ტენდერის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • ფინანსური წინადადება
    - ფინანსური წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სრულ სერვისზე, მათ შორის მოჭრა/გადარგვა/ტრანსპორტირების ჩათვლით, პროცესში საჭირო ყველა შესაძლო ხარჯის გათვალისწინებით მომსახურების შინაარსიდან გამომდინარე.
    - წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდესკანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
    -ანგარიშსწორება განხორციელდება ორმხრივად ხელმოწერილი მ/ჩ აქტის საფუძველზე. შემსყიდველი განიხილავს ასევე საავანსო ანგარიშსწორებასაც არაუმეტეს 30%-ისა.
  • ფინანსური წინადადება (სათადარიგო მომსახურებაზე)
    - დაინტერესებულ პირს შეუძლია წარმოადგინოს შემოთავაზება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ნებართვის გამცემი ორგანოდან ნებართვების მოპოვების ნაწილშიც, შემსყიდველის მიერ გაცემული შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მინდობილობის გაცემის საფუძველზე.
    - ამისთვის, გთხოვთ, წარმოადგინოთ ცალკე ფინანსური წინადადება, ნებართვების მოპოვებისთვის შესაბამისი ვადების მითითებით.
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება). გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია, კერძოდ:
    - ორგანიზაციის დასახელება / ს.კ
    - მისამართი
    - ხელმძღვანელის სახელი და გვარი
    - ხელმძღვანელის ტელეფონის ნომერი
    - საკონტაქტო პირის სახელი და გვარი
    - საკონტაქტო ტელეფონი / ელ. ფოსტის მისამართი
    - ვებ-გვერდი

დამატებითი ინფორმაცია:

  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
  • ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ.

შეფასების კრიტერიუმები:

გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით:

  • ფინანსური წინადადება 75%
  • კომპანიის გამოცდილება 25%

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 31 იანვრის 17:00 საათი.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ბანკი იტოვებს უფლებას, სატენდერო პროცედურის დასრულების შემდგომ, გამარჯვებულის გამოვლენამდე, დაგეგმოს შეხვედრები ტენდერში მონაწილე მონაწილე შერჩეულ კომპანიებთან, გასაუბრებისა და შესაძლო დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით.

ტენდერის კატეგორია:

  • 71400000 მომსახურება ურბანული დაგეგმარებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის სფეროში
  • 77200000 სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურებები

დოკუმენტაცია

RFP მწვანე ნარგავების მოჭრა-გადარგვის მომსახურების შესყიდვის შესახებ RFP მწვანე ნარგავების მოჭრა-გადარგვის მომსახურების შესყიდვის შესახებ
დანართი N1 არსებული ნარგავების კლასიფიკაცია ექსპერტიზის მიხედვით დანართი N1 არსებული ნარგავების კლასიფიკაცია ექსპერტიზის მიხედვით
დანართი N2 არსებული ნარგავების კლასიფიკაცია ტოპოგეგმაზე დანართი N2 არსებული ნარგავების კლასიფიკაცია ტოპოგეგმაზე
დანართი N3 მწვანე ნარგავების სახეობრივი მდგომარეობისა და ხარისხობრივი დანართი N3 მწვანე ნარგავების სახეობრივი მდგომარეობისა და ხარისხობრივი
დანართი N4 ნარგავების ფოტოსურათები დანართი N4 ნარგავების ფოტოსურათები
დანართი N5 გადარგვის ლოკაცია დანართი N5 გადარგვის ლოკაცია
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    24 იანვარი 2024 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა