ჩაბარების ვადა:

5 თებერვალი 2024, 18:00

სტატუსი:

გამარჯვებული

E
ელ. ტენდერი
T20627 - ტენდერი საპროექტო მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება: შეიცვალა დოკუმენტები - ,,საპროექტო მომსახურება" და ,,ფასების ცხრილი".

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი (შემდგომში ბანკი) აცხადებს ტენდერს საპროექტო მომსახურების შესყიდვაზე.

გამოცხადების თარიღი: 25 იანვარი, 2024
დასრულების თარიღი: 5 თებერვალი 2024 (18:00 საათი)

ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან 1+1 წლიანი გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველი თვის ბოლოს შესაბამისი მომსახურების სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 საბანკო დღის ვადაში.

ობიექტების სავარაუდო რაოდენობა წლის განმავლობაში 40-50, სავარაუდო მოცულობა 20 ათასი კვადრატული.

შესასყიდი მომსახურების ჩამონათვალი - იხ. დანართი 2.

პრეტენდენტმა წინადადება წარმოადგინოს მომსახურების სრულ ჩამონათვალზე. თუმცა ბანკმა შესაძლოა გამარჯვებულ კომპანიას დაუკვეთოს მომსახურების არასრული ჩამონათვალი.

ბანკი უფლებას იტოვებს ტენდერის ჩატარების შედეგად ხელშეკრულება გააფორმოს რამოდენიმე კომპანიასთან და ამ მიზნით დაკვეთები გადაანაწილოს საკუთარი შეხედულებისამებრ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • აუცილებელია, მომსახურე კომპანიას გააჩნდეს მინიმუმ 3 წლიანიანალოგიური გამოცდილება.
  • მომსახურების შესასრულებლად კომპეტენტური და გამოცდილი გუნდი
  • მოქნილობა
  • შესაბამისი სერტიფიკატები/უფლებამოსილებები

ტენდერის ფარგლებში წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია: 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია კომპანიამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის აღწერილობა და გამოცდილება
  • გუნდი და მათი გამოცდილების შესახებ ინფორმაცია
  • რეკომენდატორების სია, მათთან მუშაობის გამოცდილების წლებისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით
  • კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია (დანართი 2).
  • ფინანსური წინადადება (დანართი 1):
    - ფინანსური წინადადების წარმოდგენა უნდა მოხდეს დანართი 1-ის ფორმატით, გთხოვთ, ატვირთოთ დოკუმენტი, როგორც უფლებამოსილი პირის ხელმოწერით/დასკანერებული სახით, ასევე ექსელის ფორმატით
    - წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდესკანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

შეფასების კრიტერიუმები:

გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით:

  • ფინანსური წინადადება 70%
  • შესრულების ვადები 20%
  • კომპანიის გამოცდილება 10%

წინადადებები შეფასდება სატენდერო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების და წონების მიხედვით. წინადადება შეიძლება ჩაითვალოს არსებითად შესაბამისად თუ ის აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს რაიმე მატერიალური გადახრების, დათქმისა და გამოტოვების გარეშე.

საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, ბანკი იტოვებს უფლებას, გამარჯვებულის გამოვლენამდე, დაგეგმოს შეხვედრები ტენდერში მონაწილე მონაწილე შერჩეულ კომპანიებთან, გასაუბრებისა და შესაძლო დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით.

ბანკი განიხილავს მომსახურების მიღებას მომსახურების კომპანიისგან ქვეკონტრაქტორების საშუალებით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებას. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 5 თებერვალი, 2024 (18:00 საათი)
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირი:
ბექა მუმლაძე
შესყიდვების მენეჯერი
b.mumladze@bog.ge
+995 551462003

ტენდერის კატეგორია:

  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    25 იანვარი 2024 დრო 11:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა