ჩაბარების ვადა:

28 დეკემბერი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2064 - ტენდერი პერსონალის ტრანსპორტირებით მომსახურების შესახებ

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს პერსონალის ტრანსპორტირებით მომსახურების შესახებ.

ყოველდღიური რაოდენობა 75-80 თანამშრომელი.

დეტალური ინფორმაცია მარშრუტების სახეობების, გადასაყვანი პერონალის ოდენობის, ტრანსპორტის მუშაობის რეჟიმების შესახებ გთხოვთ იხილოთ დანართში.

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდეთ თქვენი შემოთავაზება 2016 წლის 28 დეკემბრამდე ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი); უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება. 

წინადადებას უნდა დაერთოს:

  • კომპანიის რეკვიზიტები;
  • პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო მაილი და ტელეფონის ნომერი;
  • სარეკომენდაციო წერილები (არსებობის შემთხვევაში);
  • შემოთავაზება - განფასება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე, ფორმა #2-ის მიხედვით

გაითვალისწინეთ, გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით!

ასევე, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი;

გარდა აუცილებელი საბუთების სიაში მითითბული დოკუმენტებისა, კომპანია იტოვებს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ტენდერში მონაწილე კომპანიებისაგან.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მოგვწეროთ მისამართზე: aalaverdashvili@mina.com.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები

დოკუმენტაცია