ჩაბარების ვადა:

28 დეკემბერი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2065 - ტენდერი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შესახებ

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შესახებ წლის განმავლობაში დადგენილი პერიოდულობითა და საჭიროების შემთხვევაში.

მომსახურების ჩამონათვალი:

  • ობიექტის წინასწარი გამოკვლევა, მომსახურების კონკრეტული მიმართულების დადგენის მიზნით.
  • პარაზიტების შემთხვევაში დამატებითი კონტროლი.
  • მღრენელების კონტროლი (ხაფანგები და იზოლაცია).
  • მხოხავი მწერების კონტროლი.
  • სისტემების მონტაჟი.
  • გეგმიური მონიტორინგის საკონტროლო დაკვირვება.
  • მფრინავი მწერების კონტროლი.
  • ფანჯრებზე და კარებზე საჭირო მწერების დამცავი ბადეების დამონტაჟება 

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდთ თქვენი შემოთავაზება 2016 წლის 28 დეკემბრამდე ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი); უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება; 

წინადადებას უნდა დაერთოს:

  • კომპანიის რეკვიზიტები;
  • პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო მაილი და ტელეფონის ნომერი;
  • შემოთავაზება - განფასება კვარტალურად სამუშაოთა ჩატარების ჯამური ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე;

გაითვალისწინეთ, გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით!

ასევე, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი;

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მოგვწეროთ მისამართზე: aalaverdashvili@mina.com.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება