ჩაბარების ვადა:

13 იანვარი 2017, 19:00

სტატუსი:

დასრულებული

T2069 - ტენდერი საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation-„MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 მილიონიან აშშ დოლარის ოდენობის მეორე კომპაქტს (the “Compact”), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით.

საქართველოს მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (“MCA-Georgia”) მეშვეობით გეგმავს არსებული დაფინანსებიდან გამოყოს თანხა “სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (სდსუ) სტუდენტების გამოცდილების შესწავლის“ საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისთვის.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო ადმინისტრირებას უწევს STEM უმაღლესი განათლების პროექტს. პროექტის შეფასების ფარგლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი გეგმავს კონტრაქტორი ორგანიზაციის დაქირავებას, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველო პროგრამებზე ჩარიცხული როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტების კმაყოფილების კვლევის ჩასატარებლად.

კვლევის მიზანია სასწავლო პროცესის განმავლობაში სტუდენტების საკლასო და კლასგარეშე გამოცდილების შესწავლა. შესაბამისად, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით 1. სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი- საქართველო შეძლებს გაზარდოს მზადყოფნა სტუდენტების შემდეგი ნაკადის მიღებისთვის, სრულყოს სტუდენტების რეკრუტირების პროცესი და გააუმჯობესოს სტუდენტური ცხოვრების არსებული აქტივობები; კვლევა დაეხმარება ათასწლეულის გამოწვევის ფონდს გენდერული სტრატეგიის უკეთესად განხორციელებაში, შეისწავლის უმაღლესი განათლების პროგრამის გენდერ სპეციფიკურ თავისებურებებს, რაც საბუნებისმეტყველო და საინჟინრო სფეროებში გენდერული დიბალანსის აღმოფხვრის ღონისძიებებს უფრო ეფექტურს გახდის. კვლევის ანგარიში შიდა მოხმარების დოკუმენტი იქნება.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა კომპანიებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად (ტექნიკური დავალება და შესავსები ფორმები) უნდა დააფიქსირონ ინტერესი მოცემულ ელექტრონულ მისამართზე mlemonjaria@mcageorgia.ge, კომპანიის შესახებ დეტალების მითითებით:

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მაია ლემონჯარია
ოფის მენეჯერი
Email: mlemonjaria@mcageorgia.ge

საკვალიფიკაციო ინფორმაციის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 13 იანვარი საღამოს 19:00 საათი, საქართველოს დროით (GMT+4) მოცემულ მისამართზე:

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო
მერაბ კოსტავას ქ. #5, თბილისი 0108, საქართელო
მაია ლემონჯარია
ოფის მენეჯერი
Email: mlemonjaria@mcageorgia.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები

დოკუმენტაცია