ჩაბარების ვადა:

5 იანვარი 2017, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T2070 - ტენდერი შენობის სადემონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ აცხადებს ტენდერს სამშენებლო (შენობის სადემონტაჟო) სამუშაოების შესყიდვაზე.

  • ტენდერის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 580 000 (ხუთას ოთხმოცი ათასი) ლარს.
  • ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა იმ ფიზიკურ, თუ იურიდიულ პირს (შემდგომში - პრეტენდენტი), რომელიც აკმაყოფილებს ამ სატენდერო დოკუმენტაციის პირობებს.
  • ტენდერში ხელშეკრულების გაფორმებისას გამოყენებული იქნება ხელშეკრულების შესრულების საბანკო (მხოლოდ საბანკო დაწესებულებებისაგან - უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია) გარანტია მთილიანი სახელშეკრულებო თანხის 30%-ის ოდენობით. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ბოლო ვადას.
  • ტენდერში ხელშეკრულების გაფორმებისას გამოყენებული იქნება სამუშაოს შესრულების გრაფიკის დაცვის მექანიზმი (იხილეთ შესაბამისი დანართი N 2)
  • ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან (შემდგომში - მიმწოდებელი) უნდა გაფორმდეს 2017 წლის 10 იანვრის ჩათლით.
  • ნებისმიერი სახის ინფორმაციის (რომელიც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციაში) წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის უპირობო დისკვალიფიკაციას, ყოველგვარი დაზუსტების გარეშე.
  • ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდება პრეტენდენტი, რომელიც აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისიწნებულ მინიმალურ მოთხოვნებს და რომელმაც დააფიქსირა ყველაზე დაბალი ფასი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ, სატენდერო წინადადების სახით, წარმოდგენილი უნდა იქნეს ამ სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1, N2, N3, N4, და N5, მის მიერ შევსებული სახით, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დანართები შემდგომში გამოყენებული იქნება შემსყიდველთან ხელშეკრულების გაფორმებისას დანართების სახით.
  • პრეტენდენტის მიერ, სატენდერო წინადადების სახით, ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს ამ სატენდერო დოკუმენტაციის „პრეტენდენტის მიერ დამატებით წარმოსადგენ დოკუმენტაციში“ მითითებული ყველა ინფორმაცია.
  • პრეტენდენტის მიერ, სატენდერო წინადადების სახით, ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს ამ სატენდერო დოკუმენტაციის „პრეტენდენტის მიერ დამატებით წარმოსადგენ დოკუმენტაციში“ მითითებული ყველა ინფორმაცია.პრეტენდენტის მიერ, სატენდერო წონადადებასთან ერთად, წარმოდგენილი უნდა იქნეს სატენდერო წნადადების უზრუნველყოფის გარანტია ტენდერის სავარაუდო ღირებულების 5 %-ის ოდენობით, რომელიც პრეტენდენტებს დაუბრუნდებათ ტენდერის პროცედურების დასრულებისთანავე (გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმება) მათი მოთხოვნის შემთხვევაში. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
  • სატენდერო წონადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში სატენდერო დოკუმენტაციას თან უნდა ერთვოდეს ქართული თარგმანი, ნოტარიულად დამოწმებული და ბეჭედდასმული.
  • სატენდერო წინადადების ყველა დანართი წარმოდგენილი უნდა იქნეს ორიგინალი ვერსიის სახით.

ტენდერში საბუთების (შემდგომში - სატენდერო წინადადება) წარმოდგენის ბოლო ვადაა არაუგვიანეს 2017 წლის 5 იანვრის, 12:00 საათისა, შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ (შემდგომში -შემსყიდველი) ელექტრონულ ფოსტაზე info@amadco.ge

ნებისმიერი სახის დამატებითი ტექნიკური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ნომრებზე: ზურაბ კორძაია 595 347341

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები

დოკუმენტაცია