ჩაბარების ვადა:

10 იანვარი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2072 - ტენდერი მშენებლობისთვის დროებითი შემოღობვის მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "სიპაუერი" აცხადებს ტენდერს მშენებლობისთვის დროებითი შემოღობვის მოწყობაზე.

სამუშაოების განხორციელების ადგილმდებარეობა: ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის ქუჩა #2.

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • მშენებლობის დასაწყებად დროებითი შემოღობვის მოწყობა რეგლამენტის მიხედვით;
  • შემოსაღობი ტერიტორიის პერიმეტრი - 1850 მეტრი;
  • სიმაღლე - 2 მეტრი;
  • მასალა - პროფნასტილი;

შემოსაღობი ტერიტორია არის მარტივად მისადგომი რაც ამარტივებს სამუშაოებს. ტერიტორიას ახასიათებს ძლიერი ქარი, შესაბამისად შემოღობვის სიმყარე არის ძალიან მნიშვნელოვანი იმის გათვალისწინებით რომ მშენებლობა გაგრძელდება დაახლოებით 4 წელი.

შპს „სიპაუერი“ იწვევს ანალოგიური გამოცდილების მქონე დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • შესასრულებელი სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
  • სამუშაოების ტექნიკური გადაწყვეტის ხედვა;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

დამატებითი მოთხოვნები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია.
  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2017 წლის 10 იანვრის 17:00 სთ-მდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18;
  • დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე

ტენდერის კატეგორია:

  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები