6 თებერვალი 2024, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT20743 - ტენდერი MS SQL ინფრასტრუქტურისთვის სერვერების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს MS SQL ინფრასტრუქტურისთვის სერვერების შესყიდვაზე, ფასების ცხრილის და ტექნიკური მახასიათებლების (დანართი N1, დანართი N2) შესაბამისად.
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 (სამი) წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი N1);
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა: განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ილ.ჭავჭავაძის გამზ. #74, „ლიბერთი ბანკი“-ს სათავო ოფისი;
შენიშვნა: საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს სამუშაო საათებში.
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესახებ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;
ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF);
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ხელშეკრულება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი N3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
დამატებითი პირობები:
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი (MAF) ;
- პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის სრული ტექნიკური მახასიათებლები;
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებლის მინიმუმ ორი ავტორიზებული სერვის ცენტრის არსებობის შესახებ, საქართველოში;
- სისტემის აპარატურული და პროგრამული კომპონენტები უნდა იყოს ერთი და იგივე მწარმოებლის;
- მოწოდებული საქონელი (მისი ყველა კომპონენტი) უნდა იყოს ახალი (არ უნდა იყოს მეორადი გამოყენების);
- პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის მიერ მინიმუმ 2 (ორი) სერტიფიცირებული, სახელმწიფო ენაზე მოსაუბრე ინჟინერი, რომელიც აკრედიტებული იქნება შემოთავაზებული სისტემის ინსტალაციაზე. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგენილი უნდა იქნას სერტიფიკატის ასლი და ცნობა დამსაქმებელი კომპანიიდან;
- პრეტენდენტს ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2 (ორი) პროექტი შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენებით;
- პრეტენდენტს უნდა შეეძლოს წარმოადგინოს კონცეფციის მტკიცებულება (POC) მოთხოვნისამებრ.
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 06 თებერვალი, 17:00 საათი;
პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge
ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება. სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლიასატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ელ.ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 901 200
ტენდერის კატეგორია:
- 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები