15 თებერვალი 2024, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT20777 - ტენდერი ნედლეულის (კლინკერი, ნახშირი, ტუფი, კირქვა) გადაზიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს ნედლეულის (კლინკერი, ნახშირი, ტუფი, კირქვა) გადაზიდვაზე, ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას კასპისა და რუსთავის ქარხნების შიდა ტერიტორიაზე.
სავალდებულო ტექნიკური მოთხოვნები:
- სატვირთო ავტომობილები სავალდებულოა იმყოფებოდნენ ტენდერში მონაწილე კომპანიის საკუთრებაში და/ან სალიზინგო ხელშეკრულებით. ლიზინიგის შემთხვევაში გთხოვთ წარმოადგინოთ შესაბამისი კონტრაქტი (უნდა აიტვირთოს პროგრამაში).
- წარმოადგინეთ თქვენს საკუთრებაში მყოფი ავტომობილების ტექ.პასპორტები და ტექდათვალიერების აქტები. ასევე, ლიზინგის შემთხვევაში სალიზინგო ხელშეკრულება. (უნდა აიტვირთოს პროგრამაში)
- სატვირთო ავტომობილები აღჭურვილი უნდა იყოს ჯიპიეს მოწყობილობებით;
- კომპანიას უნდა გააჩნდეს ანალოგიური საქმიანობის დამადასტურებელი მინიმუმ 2 წლიანი საბუთი. (შესაბამისი კონტრაქტი ან/და რეკომენდაცია უნდა აიტვირთოს პროგრამაში)
- ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმების დროს, კომპანია ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიამ“ შესაძლოა მოითხოვს, შესაბამისი საბანკო გარანტია.
მოთხოვნები მძღოლის მიმართ:
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სატვირთოს მართვაში.
- სავალდებულო ინდ დაცვის გამოყენება კომპანიის ტერიტორიაზე: სპეც ფეხსაცმელები, მაღალი გარჩევადობის სპეც ტანსაცმელი, ჩაფხუტი, სპეც სათვალე.
მოთხოვნები ა/ტრანსპორტის მიმართ:
- ტექნიკური დათვალიერების მოქმედი საბუთი
- არ უნდა აღენიშნებოდეს სითხეების ჟონვა
- გამართული საბურავები;
- გამართული გვერდითი და წინა სარკეები
- უკანა სვლის ხმოვანი სიგნალი
- უსაფრთხოების ღვედი
- უსაფრთხოების ბალიშები
- ცეცხლმაქრი ა/ტრანსპორტში
- პირველადი დახმარების სამედიცინო ყუთი ა/ტრანსპორტში
- გამაფრთხილებელი სამკუთხედი
- გამართული სიგნალი
- გამართული განათება
- გამართული მუხრუჭები
- გამართული თვითმცლელი სისტემა
აუცილებელი გამწევი იყოს 2003 წლის ზემოთ.
მანქანა უნდა ირეცხებოდეს სისტემატიურად, მინიმუმ თვეში სამჯერ.
მანქანა უნდა იყოს ვიზუალურად მოწესრიგებულ მდგომარეობაში .
- გთხოვთ ატვირთოთ მძღოლების შესაბამისი მართვის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
- გთხოვთ ატვირთოთ სატვირთო თვითმცლელის მინიმუმ 2 ფოტოსურათი.
- აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით და შპს ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ შიდა პროცედურებით გათვალისწინებული ყველა კანონი, რეგულაცია და პროცედურა ნედლეულის გადაზიდვასა და გარემოზე ზემოქმედებასთან მიმართებაში.
კომერციული ნაწილი:
- გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი ფასი 1 ცვლის ღირებულებაზე (ფასი დაფიქსირებული უნდა იყოს დღგ-ს გარეშე). ცვლაში იგულისხმება 12 საათიანი სამუშაო პერიოდი, მათ შორის 1 საათი შესვენება. ფასში უნდა იგულისხმებოდეს, საწვავის, შეკეთებისა და მძღოლის ხარჯები. სატვირთოები გამოძახებულები იქნებიან ქარხნების მოთხოვნის შესაბამისად და იმუშავებენ საჭირო დროითა და გრაფიკით. ასევე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 24 საათიანი ცვლისა და/ან 12 საათიანი ღამის ცვლების გადაბმული მუშაობის შემთხვევაში, კანონმდებლობის შესაბამისად საჭიროა 1 თვითმცლელზე შემცვლელი მძღოლის ყოლა.
- გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი ფასი: 1 ცვლის ღირებულება კასპის ქარხნის შიდა ტერიტორიაზე მუშაობისათვის.
- გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი ფასი: 1 ცვლის ღირებულება რუსთავის ქარხნის შიდა ტერიტორიაზე მუშაობისათვის.
ტენდერი სრულდება 15 თებერვალს 15:00 საათზე.
ტენდერში მონაწილეობის მსურველები დაუკავშირდით შემსყიდველს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე : George.lobjanidze@heidelbergcement.ge , ამის შემდეგ მოხდება თქვენი მოწვევა/დამატება კომპანიის შიდა ტენდერზე, რის შემდეგაც შეძლებთ თქვენი შეთავაზების დაფიქსირებას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ტენდერზე კომუნიკაცია მოხდება მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
ტენდერის კატეგორია:
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები