9 თებერვალი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT20778 - ტენდერი დაცვა-უსაფრთხოების სისტემის მოწყობილობების შეძენა/მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ტენდერს დაცვა-უსაფრთხოების სისტემის მოწყობილობების შეძენა/მომსახურებაზე.
ტენდერის მიზანია გამოავლინოს დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც შეძლებენ მოთხოვნილი პროდუქციის მოწოდებას და საგარანტიო მომსახურებას. შესასყიდი პროდუქციის ჩამონათვალი, რაოდენობა და მახასიათებლები მოცუმულია - დანართში №2.
კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სიგნალიზაცია-სახანძრო და ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მონტაჟი/დემონტაჟის სამუშაოების შესრულება ბანკის ობიექტებზე, საქართველოს მაშტაბით, საკუთარი ინვენტარითა და სამუშაო ძალით, ხოლო შესრულებულ სამუშაოზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია. საგარანტიო პერიოდში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრა უნდა განხორციელდეს კომპანიის ხარჯებით; სამონტაჟო-საინსტალაციო მოწყობილობების და მასალების მოწოდებას უზრუნველყოფს კომპანია.
ტენდერის პირობები:
- საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ბანკის მიერ გამოგზავნილი მოთხოვნიდან: თბილისის მასშტაბით- შეკვეთიდან არაუგვიანეს 2 (ორ) სამუშაო დღეში, ხოლო რეგიონების მასშტაბით - შეკვეთიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღეში;
- წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მათ შორის დღგ და ტრანსპორტირების/მოწოდების ხარჯები საქართველოს მაშტაბით.
- ფასების მოწოდება ხდება დანართი №2 მეშვეობით;
მომწოდებლის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- დანართი N 1 შევსებული სააპლიკაციო ფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული;
- დანართი N2 შევსებული ფასების ცხრილი;
- არანაკლებ სამი დადებითი სარეკომენდაციო წერილი;
- მომსახურე ბანკის მიერ დამოწმებული ფინანსური ბრუნვის ამონაწერი 01/01/2021 - 01/01/2024 პერიოდზე
- კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია).
შემოთავაზებების მიღების წესი:
- შემოთავაზება დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინოთ სს სილქ ბანკის სათაო ოფისის კანცელარიში, 9 თებერვალს 18:00 საათამდე, ხოლო შემოთავაზების ელექტრონული ვერსია 12 თებერვალს შემდეგ მისამართზე procurement@silkbank.ge
- მისამართი - ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N 2
დამატებითი მოთხოვნები
გთხოვთ წარმოდგენილ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- ტენდერის დასახელება;
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საიდენტიფიკაციო ნომერი;
- საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა.
თანდართული დოკუმენტაცია :
- დანართი N1 - ტენდერის სააპლიკაციო ფორმა
- დანართი N2 – ფასების ცხრილი
- დანართი N 3 - ფილიალების მისამარეთები
დოკუმენტის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით, გთხოვთ კითხვები მოიწეროთ procurement@silkbank.ge მისამართზე.
უსაფრთხოების სამსახურის უფროსი:
სერგო (კოკი) წიკლაური
ტელ : 577909969
ლოჯისტიკის სამსახურის სპეციალისტი :
ელენე მუსხელიშვილი
ტელ : 558750055
ტენდერის კატეგორია:
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები