9 თებერვალი 2024, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT20805 - ტენდერი საკანცელარიო მასალის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს, საკანცელარიო მასალის შესყიდვაზე.
ტენდერში მონაწილეობისთვის და დეტალური ინფორმაციის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა კომპანიამ რეგისტრაცია გაიროს ბანკის შესყიდვების პორტალზე (SAP Ariba).
დასრულების თარიღი: 9 თებერვალი 2024 (17:00 საათი)
აუქციონის დრო: 9 თებერვალი 16:00-17:00 საათი
რეგისტრაციისთვის, ტენდერის დასრულებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე მიმართეთ:
საკონტაქტო პირი
შესყიდვების მიმართულებით:
თეონა ფიცხელაური
ელ.ფოსტა: Tpitskhelauri@bog.ge
ტელ: +995 577 52 42 35
მოთხოვნილი სავალდებულო დოკუმენტაცია:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს რეზიდენტი მინიმუმ ორი ორგანიზაციის მიერ გაცემულირეკომენდაცია (100 000 ლარზე მეტი გენ. კონტრაქტების შემთხვევაში)
- სრულად შევსებული Excel -ის ფაილი;
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
- SAP ARIBA-ს საშუალებით გამოცხადდება აუქციონი, სადაც მიმდინარეობის განმავლობაში, მონაწილეებს ექნებათ ვაჭრობის შესაძლებლობა
- ვაჭრობის დაწყებამდე, პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს სრულად შევსებული ექსელის ფაილი (დანართი 1) ვაჭრობის დასრულების შემდეგ, საბოლოოდ დაფიქსირებული ჯამური ფასის შესაბამისად პროპორციულად დააკლდება ყველა ერთეულის ფასს.
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
- შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დანართ N1-ში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს/სპეციფიკაციებს.
- ტენდერში მონაწილე კომპანიამ, მოთხოვნიდან 3 დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს ყველა პუნქტის შესაბამისი ნიმუში.
- ნიმუშების წარდგენა უნდა მოხდეს მონაწილის ხარჯებით.
სატენდერო მოთხოვნები:
- შეკვეთის განთავსება: კონტრაქტორი ბანკისგან შეკვეთას მიიღებს შიდა პროგრამის საშუალებით. სადაც მოცემული იქნება ერთი ან რამდენიმე თვის სამარაგე საკანცელარიო პროდუქციის სახეობები და რაოდენობა.
- პროდუქციის მიწოდება: კონტრაქტორი ბანკს პროდუქციას მიაწვდის მოთხოვნიდან 1-4 დღის ვადაში. (მოცულობის მიხედვით)
- მიწოდების მთავარი მისამართი: ქ. თბილისი - ჭირნახულის 9, საქართველოს ბანკის საწყობი. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა სხვა მისამართებზეც გახდეს მიწოდება საჭირო.
- შეკვეთის მოცულობა: დანართ N1-ში მოცემულია პროდუქციის წლიური სავარაუდო შესასყიდი რაოდენობა, რომელიც შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნიდან გამომდინარე
- არასტანდარტული საკანცელარიო პროდუქტი: ხელშეკრულების ფარგლებში შესაძლოა საჭირო გახდეს ისეთი პროდუქციის შეკვეთა რომელიც არ არის დანართ N1-ში არსებულ საკანცელარიო ნუსხაში. მომწოდებელი იღებს ვალდებულებას ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში მოიძიოს ამგვარი პროდუქცია და ბანკს მიაწოდოს წინასწარ შეთანხმებული ფასით;
- შეფასების კრიტერიუმები: გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით: ფასი 80% ; გამოცდილება 20%
დანართი 2: საბანკო რეკვიზიტები - იხილეთ თანდართულ დოკუმენტაციაში.
ტენდერის კატეგორია:
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა