12 თებერვალი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT20828 - ტენდერი სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ტენდერს სერვის ცენტრის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე.
ტენდერის შესახებ განცხადების მიზანია გამოავლინოს დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც შეძლებენ მოთხოვნილი მომსახურების გაწევას.
ტენდერის აღწერილობა:
- სს სილქ ბანკის ქ. ქუთაისი გამსახურდიას ქ.N 23 განთავსებული სერვის ცენტრის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა:
- შენობა-ნაგებობის პირველი სართული
- შენობა-ნაგებობის საერთო სარემონტო ფართობი 153 კვ/მ - ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სარემონტო სამუშაოები უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორემბიდან არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში
- სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში
- შენობის ნახაზები და განლაგეგებები მოცემულია დანართი N3-ში.
- შენობის სიტუაციური ფოტომასალა მოცემულია დანართი N4-ში
ტენდერის პირობები:
- ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა გააჩნდეს ანალოგიური სამუშაოების შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
- კომპანიის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
- წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მათ შორის დღგ, საშემოსავლო და ა.შ
- გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ანგარიში გახსნას სილქ ბანკში და პროექტის ფარგლებში თანხების ჩარიცხვა მოხდება სილქ ბანკში გახსნილ მიმდინარე ანგარიშსზე;
- ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება
კომპანიის მიერ ტენდერში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- დანართი N 1 შევსებული სააპლიკაციო ფორმა რომელიც აუცილებლად უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული
- დანართი N2 შევსებული ფასების ცხრილი
- არანაკლებ 2 (ორი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი
- მომსახურე ბანკის მიერ დამოწმებული ფინანსური ბრუნვის ამონაწერი 01/01/2021 - 01/01/2024 პერიოდზე
- კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია)
დამატებითი პირობები:
- დანართი N2 - “ფასების ცხრილში“ უნდა მიეთითოს გამოსაყენებელი მასალების სასაქონლო ნიშანი და/ან მარკა/მოდელი (არსებობის შემთხვევაში) ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
- ფასების ცხრილში მიღებული „ჯამური სატენდერო ფასი“ უნდა მოიცავდეს ყველა გადასახდელსა და გადასახადს.
- ფასების ცხრილში კომპანიამ ცალკე უნდა დააფიქსიროს მოგებისა და ზედნადები ხარჯის პროცენტები.
შემოთავაზებების მიღების წესი
შემოთავაზება დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინოთ სს სილქ ბანკის სათაო ოფისის კანცელარიში, 12 თებერვალს 14:00 საათიდან 18:00 საათამდე.
მისამართი - ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N 2
წარმოსადგენ დალუქულ კონვერტზე მისათითებელი აუცილებელი მონაცემები:
- ტენდერის სახელწოდება
- კომპანიის სახელწოდება
- საიდენტიფიკაციო ნომერი;
- საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა)
- ამავდროულად, გთხოვთ სატენდერო წინადადება ასევე გამოაგზავნოთ ელექტრონული ფორმით 13 თებერვალს შემდეგ ელ.ფოსტაზე procurement@silkbank.ge
დოკუმენტის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით, კითხვები შეგიძლიათ მოიწეროთ procurement@silkbank.ge მისამართზე ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელ. ნომრებზე:
ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი
შალვა ლეჟავა
ტელ: 577362888
ლოჯისტიკის სამსახურის სპეციალისტი
ელენე მუსხელიშვილი
ტელ: 558750055
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება