ჩაბარების ვადა:

14 თებერვალი 2024, 16:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T20836 - ტენდერი თბილისში, გიორგი ჭყონდიდელის I ჩიხი, N4 მე-11 კორპუსის თეთრი რემონტის კონდიციაში ჩასაბარებელი ბინების სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ოპტიმა აცხადებს ტენდერს თბილისში, გიორგი ჭყონდიდელის I ჩიხი, N4 მე-11 კორპუსის თეთრი რემონტის კონდიციაში ჩასაბარებელი ბინების სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • ჭყონდიდელის ობიექტზე (ს/კ01.12.12.024.260 ), მე-11 კორპუსში თეთრი რემონტის სამუშაოების შესყიდვა;
  • სულ ჯამში სარემონტო სამუშაოები განსახორციელებელია 136 ბინაში;
  • ბინების ჯამური შიდა ფართი შეადგენს 7,735.8 კვ.მ-ს ;
  • ძირითადი სარემონტო მასალების მოწოდება ისეთი, როგორიცა კერამოგრანიტის ფილები, სააბაზანო ფურნიტურა და სხვა, მოხდება დამკვეთის მხრიდან. (ხარჯთაღრიცხვაში აღნიშნულია როგორც „დამკვეთის მასალა“) 

შენიშვნა

  • წინადადებების წარმოდგენამდე დაინტერესებულმა კომპანიამ სასურველია ადგილზე მოახდინოს ობიექტის დათვალიერებავიზიტის დაგეგმვის შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტენდერში მითითებულ ნომერზე;
  • სამუშაოთა და მასალათა მოცულობათა უწყისი BOQ იხილეთ თანდართულ ფაილებში, ხოლო ტექნიკური დავალება პროექტის სახით გაზიარებისთვის გთხოვთ მოგვამრთოთ ტენდერში მოცემულ საკონტაქტო პირებს ;

2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ხარჯთაღრიცხვა ტენდერზე თანდართული ფორმით;
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • სამუშაოების შესრულების დეტალური გეგმა-გრაფიკი;
  • ინფორმაცია გადახდის პირობის შესახებ;
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში აუცილებელია საბანკო საავანსო გარანტიის წარდგენა;
  • ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების საგარანტიო პირობების შესახებ;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.

3. მომსახურების/სამუშაოს შესრულების ფორმა, ადგილი და ვადა:

  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს თბილისში, გიორგი ჭყონდიდელის I ჩიხი, N4-ში.
  • სამუშაოების შესრულების ვადა განსაზღვრული უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ.

4. მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების გარანტიის ვადაზე.

5. მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

პრეტენდენტს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და დადებითი სარეკომენდაციო წერილები ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

გარდა ამისა პორტფელიოს, სადაც წარმოდგენილი იქნება კომპანიის მიერ შესრულებული პროექტების ჩამონათვალი დამკვეთებითა და შესრულებული სამუშაოების ინფორმაციის მითითებით.

6. ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორების პირობების განსაზღვრა მოხდება ხელშეკრულების გაფორმებამდე ურთიერთშეთანხმებით, პრეტენდენტმა თავად უნდა წარმოადგინოს მისთვის მისაღებია ანგარიშსწორების პირობა.
  • საავანსო გადახდის მოთხოვნის შემთხვევაში შემსრულებელი ვალდებული იქნება წარმოადგინოს საავანსო გარანტია.

7.ხელშეკრულების გაფორმება:

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე ელექტრონულ ტენდერზე თანდართული სატენდერო პირობების შესაბამისად.

8.სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • „შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოსტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.
  • „შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომიტეტზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
  • „შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. შეკითხვები უნდა იქნეს გამოგზავნილი სატენდერო საიტზე არსებულ შეკითხვების მოდულში. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  „შემსყიდველი“ მხრიდან. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის, 14 თებერვალი, 16:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

შესყიდვების წარმომადგენელი:
ლელა გაგუა
მობ: 598 26 50 64
ელ. ფოსტა: lgagua@m2.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    8 თებერვალი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა