ჩაბარების ვადა:

16 იანვარი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2084 - ტენდერი "ჩემი კრედიტ ინფოს" სერვისის მარკეტინგული სტრატეგიის და გაყიდვების გეგმის შექმნაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „კრედიტინფო საქართველო“ საქმიანობს საკრედიტო ინფორმაციის სფეროში. მისი მთავარი მიზანია საკრედიტო ინფორმაციის მიღება, შენახვა, დამუშავება და კლიენტებისთვის მიწოდება სხვადასხვა პროდუქტის სახით. „კრედიტინფო საქართველო“ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი მონაცემების მიწოდებით უზრუნველყოფს ბანკებს, სალიზინგო კომპანიებს და სხვა ორგანიზაციებს – რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია სესხის გაცემასთან, მომსახურების ან საქონლის კონსიგნაციით მიწოდებასთან.

სს „კრედიტინფო საქართველო“ აცხადებს ტენდერს „ჩემი კრედიტ ინფოს“ სერვისის მარკეტინგული სტრატეგიის და გაყიდვების გეგმის შექმნაზე.

შესყიდვის საგანი:

ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის განკუთვნილი პროდუქტის “ჩემი კრედიტინფოს” მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა და გაყიდვების კამპანიის დაგეგმვა.

ამ ვებ-საიტზე დარეგისტრირებული მომხმარებელი შეძლებს, ნახოს საკუთარი საკრედიტო ისტორია და საკრედიტო რეიტინგი, მოახდინოს მასზე განხორცილებული ძებნების მონიტორინგი, მიიღოს სხვადასხვაგვარი საინფორმაციო მომსახურება კრედიტინფოს სისტემაში ჩართული ფინასური ორგანიზაციების სერვისების თაობაზე და ისარგებლოს მომხმარებლისთვის საინტერესო სხვა შესაძლებლობებით

ვებ საიტის ექსპლუატაციაში გაშვების სავარაუდო თარიღია 31.03.2017.

წარმოსადგენი ინფორმაცია:

  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ;
  • ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული მსხვილი პროექტების შესახებ და დამკვეთის საკონტაქტო ინფორმაცია. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საბანკო/საკრედიტო სფეროში განხორციელებულ პროექტებს;
  • ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ან ინგლისურ ენაზე;

დამატებითი ინფორმაცია:

  • წინადადება განიხილება მხოლოდ იმ შემთხვვეაში, თუ სრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია;
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ არაუგვიანეს 2017 წლის 16 იანვრისა. (18:00 საათამდე), კრედიტინფო საქართველოს ოფისში, მისამართზე: თბილისი, თარხნიშვილის ქ. 2 ან გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: Lasha@creditinfo.ge
  • დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: Lasha@creditinfo.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები