ჩაბარების ვადა:
12 იანვარი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2085 - ტენდერი ბანკომატებისა და სწრაფი გადახდის აპარატების ტრანსპორტირება, დემონტაჟი-მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს ბანკომატებისა და სწრაფი გადახდის აპარატების ტრანსპორტირება, დემონტაჟი-მონტაჟზე.
მომსახურების დასახელება:
- ბანკომატის დემონტაჟი (მუშების ხელფასი)
- ბანკომატის მონტაჟი (მუშების ხელფასი)
- ბანკომატების გარკვეულ სიმაღლემდე ატანა ან ჩამოტანა (1,5 მეტრზე ზევით)
- ბანკომატების სიმაღლეზე ატანა ან ჩამოტანა (1 სართული)
- ბანკომატის ელ. მომარაგება (ადგილობრივი ქსელიდან)
- არსებული ვიტრაჟების რეკონსტრუქცია (ნებისმიერი პროფილი)
- არამზიდი კონსტრუქციების გაჭრა ბანკომატის სამონტაჟოდ
- კედელში სამონტაჟო სამუშაოების ჩატარების შემდეგ ფერდების (ატკოსების) შელესვა და შეღებვა
- ტრანსპორტირება - 50 კმ-მდე
- ტრანსპორტირება - 100 კმ-მდე
- ტრანსპორტირება - 200 კმ-მდე
- ტრანსპორტირება - 300 კმ-მდე
- ტრანსპორტირება - 400 კმ-მდე და მეტი
- Paybox–ის დემონტაჟი (მუშების ხელფასი)
- Paybox–ის მონტაჟი (მუშების ხელფასი)
- Paybox-ის ელ. მომარაგების (ადგილობრივი ქსელიდან)
- Paybox-ის გარკვეულ სიმაღლეზე ატანა ან ჩამოტანა (1 სართული)
- Paybox-ის ან ბანკოამტის დაანკერება, ანკერისა და ტროსის გამოყენებით.
- კედლის ამოშემენა 20 სმ სისქით (1 მ2)
- კედლის ლესვა (1 მ2)
- კედლის დაშპაკლვა დამუშავება (1 მ2)
- კედლების ღებვა (მინიმუმ 2 ფენა) (1 მ2)
- ბანკომატის ქუდის მონტაჟი
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
4. კომპანიაში შტატში მომუშავე თანამშრომლების რაოდენობა;
5. კომპანიის ტექნიკური დანადგარების ნუსხა, აღწერილობით და დეტალური მახასიათებლებით; - მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
- ტენდერში შემოთავაზებული ფასი უნდა იყოს ფიქსირებული, აღნიშნული ფასი არ შეიცვლება.
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 5 იანვრიდან – 2017 წლის 12 იანვრის ჩათვლით;
- დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ გიორგი ჩხიკვაძეს:
- ტელ: 2 444 444 (7771);
- მობ: 591050630
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის ვადით;
- თანხის გადახდა მოხდება მომსახურების გაწევის შემდეგ;
- სამუშაოებზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო მომსახურება 1 წლის ვადით;
- ტენდერი ჩატარდება შეზღუდული ფორმატით და მინიმალური კლების ბიჯი განისაზღვრება 10 (ათი) ლარს;
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
- გთხოვთ, მომსახურების ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 12 იანვარი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=684&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
- 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი