ჩაბარების ვადა:

28 თებერვალი 2024, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T20859 - ტენდერი შიდა აბრების დამზადებისა და თანმდევი მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება: შეიცვალა დოკუმენტი - ,, ტენდერი შიდა და გარე აბრების დამზადებისა და თანმდევი მომსახურების შესყიდვის შესახებ". გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია: ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 28 თებერვალი, 17:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს შიდა აბრების დამზადებისა და თანმდევი მომსახურების შესყიდვის შესახებ. ტენდერში  მონაწილეობისთვის და დეტალური ინფორმაციის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა კომპანიამ რეგისტრაცია გაიროს ბანკის შესყიდვების პორტალზე (SAP Ariba).

ტენდერის დასრულების თარიღი: 28 თებერვალი, 17:00 საათი
აუქციონის დრო: 28 თებერვალი 17:00 - 17:30 საათი

რეგისტრაციისთვის, ტენდერის დასრულებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე მიმართეთ:

თეონა ფიცხელაური
Tpitskhelauri@bog.ge
+995 577 52 42 35

მოთხოვნილი სავალდებულო დოკუმენტაცია:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს რეზიდენტი მინიმუმ ორი ორგანიზაციის მიერ გაცემულირეკომენდაცია (100 000 ლარზე მეტი გენ. კონტრაქტების შემთხვევაში).

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი. 

  • SAP ARIBA-ს საშუალებით გამოცხადდება აუქციონი, სადაც მიმდინარეობის განმავლობაში, მონაწილეებს ექნებათ ვაჭრობის შესაძლებლობა.
  • ვაჭრობის დაწყებამდე, პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს სრულად შევსებული ფაილი (დანართი 1) ვაჭრობის დასრულების შემდეგ, საბოლოოდ დაფიქსირებული ჯამური ფასის შესაბამისად პროპორციულად დააკლდება ყველა ერთეულის ფასს.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდესკანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დანართ N1-ში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს/სპეციფიკაციებს.
  • ტენდერში მონაწილე კომპანიამ, მოთხოვნიდან 5 დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს ყველა პუნქტის შესაბამისი ნიმუში.
  • ნიმუშების წარდგენა უნდა მოხდეს მონაწილის ხარჯებით.
  • წინადადებები შეფასდება ფასის და ნიმუშების საფუძველზე.

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 98300000 სხვადასხვა მომსახურება