ჩაბარების ვადა:

1 მარტი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T20881 - ტენდერი სპეც ტექნიკის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სილქნეტი“აცხადებს ტენდერს საქართველოს მასშტაბით, სპეც ტექნიკის მომსახურების შესყიდვაზე.გთხოვთ იხილოთ დანართი #1, სადაც ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ფასები ლარში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათშორის დღგ-ს ჩათვლით.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2024 წლის 1 მარტის  ჩათვლით (18:00 საათი) დალუქული კონვერტით შემდეგ  მისამართზე: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო 7.

ტექნიკის დაქირავება მოხდება საჭიორების მიხედვით, წინასწარ შეთანხმებული გონივრული ვადით ადრე,შეტყობინებით,  ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის მანძილზე, სილქნეტის მოთხოვნის შესაბამისად (როგორც თბილისში ისე რეგიონში).
ტენდერი დაყოფილია რამდენიმე ლოტად, ტექნისკის ჩამონათვალის შესაბამისად.

პრეტენდენტს, შეუძლია შეთავაზება გააკეთოს როგორც ყველა, ისე ცალკეულ ლოტზე და ლოკაციაზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით. 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2024  წლის 1 მარტის ჩათვლით
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10 საათიდან 18 საათამდე

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კომპანიაზე  ზოგადი ინფორმაცია გამოცდილების შესახებ
  • კლიენტების ჩამონათვალი;
  • კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში და CD დისკზე;
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
  • მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით.

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან,  რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ.

მოთხოვნა:

წარმოდგენილი ფასები  უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით. 

ს.ს. ,,სილქნეტის“ მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ  მოიძიოთ  ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.silknet.com/index.php?lang=ka&mid=93&s=tender

რეკვიზიტები:

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
მისამართი: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო 7

ინა საჯაია
+995 599 55 25 53  
ISajaia@silknet.com

სოსო მაზმიშვილი
+995 555 54 05 54
SMazmishvili@silknet.com

tenders@silknet.com

ტენდერის კატეგორია:

  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები
  • 16700000 ტრაქტორები
  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
  • 43200000 მიწის სათხრელი და სახაპავი მანქანები და მათი (მათთან დაკავშირებული) ნაწილები