20 თებერვალი 2024, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T20919 - ტენდერი Renault Logan-ების სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ტენდერს Renault Logan-ების სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე.
1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:
სათადარიგო ნაწილების შესყიდვა დანართი N1-ით განსაზღვრული მოცულობების შესაბამისად.
ლოტი 1 – Renault logan - რენო ლოგანი (ექსელში Sheet 2)
1.3 განფასება:
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შეთავაზება (ლარში) დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.
შესავსები ველები:
- შემოთავაზებული ბრენდის დასახელება;
- შემოთავაზებული ნაწილის კოდი;
- პროდუქტის წარმოშობის ქვეყანა;
- შემოთავაზებული პრუდუქტის ფასი დღგ-ეს ჩათვლით (ლარი);
- სრული ღირებულება დღგ-ეს ჩათვლით (ლარი);
- პრეტედენტის მიერ ადგილზე არსებული ნაშთით შემოთავაზებული რაოდენობა;
- პრეტედენტის მიერ ადგილზე არსებული ნაშთიდან შემოთავაზებული რაოდენობის მოწოდების ვადა;
- სრულად GWP-ის მიერ მოთხოვნილი რაოდენობის მოწოდების ვადა;
- საგარნტიო პერიოდი.
ყველა აუცილებელი შესავსები სვეტები დასათაურებულია წითელი ფერით.
განსაკუთრებული მოთხოვნები:
- პრეტედენტის მიერ შემოთავაზებული პროდუქტი უნდა იყოს მაღალი ხარისხის და უნდა ვრცელდებოდეს მასზე მინიმუმ 3 თვიანი საგარანტიო პერიოდი. დიდ პერიოდზე შემოთავაზებულ საგარნტიო პერიოდს მიენიჭება უპირატესობა. შემოთავაზებული „საქონლის“ ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტული „საქონლისათვის“ დადგენილ მოთხოვნებსა და სტანდარტებს და შესაძლებელი უნდა იყოს მისი გამოყენება იმ მიზნისთვის, რისთვისაც განხორციელდა მისი შესყიდვა;
- პრეტედენტის მიერ შემოთავაზებული პროდუქტი უნდა იყოს ახალი, არ უნდა იყოს ნამყოფი ექსპლუატაციაში;
- პრეტედენმა ფასი უნდა დააფიქსიროს ლარში დღგ-ეს ჩათვლით.
1.4 საქონლის მიწოდების ვადა:
ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის განმავლობაში ერთიანად ან ეტაპობრივად, დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად. პრეტედენტს აქვს უფლება შეთავაზება გააკეთოს განსხვავებული მოწოდების ვადით; პრიორიტეტი მიენიჭება უადრეს მოწოდებას;
1.5 საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:
ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ მისამართზე მიტანა: GWP: ქ. თიბლისი, ფეიქრების 30.
1.6 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ :
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი.
1.7 ანგარიშსწორების პირობები:
ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით საქონლის მიწოდებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
1.8 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:
- ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად) და თანხმობა განსაკუთრებულ მოთხოვნებზე (პუნქტი 1.3);
- შემოთავაზებული საქონლის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი პუნქტი 1.6-ის შესაბამისად;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
- კომპანიის სრული რეკვიზიტები;
- უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ანალოგიური საქონლის მიწოდების გამოცდილება.
შენიშვნა:
- ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
- პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
1.9 ხელშეკრულების გაფორმება:
წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ხელშეკრულება სატენდერო პირობების გათვალისწინებით.
1.10 სხვა მოთხოვნა:
- წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში;
- ლიკვიდაციის პროცესში;
- საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში. - ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოსტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისიმიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
შემსყიდველი, იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი, არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.
შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის, მხრიდან.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 20 თებერვალი, 15:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ტენდერში მონაწილეობა უფასოა;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: გიორგი სოტკილავა
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: gsotkilava@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (4801); 577 002761
საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ: +995 322 931111 (1145); 599 505067
ტენდერის კატეგორია:
- 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის