
ჩაბარების ვადა:
16 იანვარი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2092 - ტენდერი ტელევიზორების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს Sony-ის, Samsung-ის და Philips-ის LED Full HD ტელევიზორების შესყიდვაზე.
საქონლის დასახელება:
# | საქონლის დასახელება/აღწერა |
1 | LED Full HD ტელევიზორი 42" |
2 | LED Full HD ტელევიზორი 50" |
3 | LED Full HD ტელევიზორი 55" |
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
1. საჯარო რეესტრიდან სამეწარმეო ამონაწერი;
2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); - მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება;
- გარანტია - მწარმოებლის, ქარხნული, მინიმუმ 3 წლიანი;
- განიხილება მხოლოდ ამ სამი ბრენდის მოდელები - Sony, Samsung, Philips
- მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი - (MAF);
- ტექნიკური მონაცემები: LED, Full HD; 1920 x 1080; 16:9; 200 Hrz;
- შემოთავაზებულ მოდელებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შემდეგი ინტერფეისები: HDMI - 2 ცალი; Display - პორტი, DVI; VGA;
- USB- 2 ცალი ;
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 9 იანვარი – 2017 წლის 16 იანვრის ჩათვლით;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გენერალური ხელშეკრულება 1 წლის ვადით;
- თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ერთეულის ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და ა.შ შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
- გთხოვთ, ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ ლარებში მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
- შემოთავაზებები მიმწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
თეა გიორგაძე
მობ: (+995 599) 91 50 78
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 16 იანვარი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=687&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 39700000 საოჯახო ტექნიკა