
21 თებერვალი 2024, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT20923 - ტენდერი გაგრილების კვანძის მოწყობაზე
- გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 21 თებერვალი 2024 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს სათავო ოფისში გაგრილების კვანძის მოწყობაზე (ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74), თანდართული ხარჯთაღრიცხვის (დანართი #1) და პროექტის (დანართი #2) მიხედვით.
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი
- კომპანიის მიმოხილვა:
- შემსრულებელი ვალდებულია ყავდეს მინიმუმ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელსაც შესაბამის აკრედიტებულ ორგანიზაციაში გავლილი ექნება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროგრამა; შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტ(ებ)ის სერტიფიკატ(ებ)ი:
შენიშვნა: თუ შემსრულებელს 20-მდე დასაქმებული ყავს ან შემსრულებელი წარმოადგენს ფიზიკურ პირს, თვითონ დამსაქმებელს/ფიზიკურ პირს შეუძლია იყოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, 20-100-მდე დასაქმებულის შემთხვევაში მინიმუმ 1 დასაქმებული უნდა ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი, 100-ზე დასაქმებულის შემთხვევაში კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამსახური/სტრუქტურული ერთეული, სადაც დასაქმებული ეყოლება მინიმუმ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი; თუ შემსრულებელს არ ჰყავს სათანადო რაოდენობის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, შემსრულებელი ვალდებულია მოიწვიოს აღნიშნული დარგის სპეციალისტები/ორგანიზაციები;
- ელექტროობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებისას შემსრულებელი ვალდებულია ყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტ(ებ)ი;შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ელექტროდანადგარებზე მომუშავე თანამშრომელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი, აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული მოწმობა/სერტიფიკატი;
- სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩამტარებელმა დამსაქმებელმა უნდა წარმოადგინოსდასაქმებულთა უბედური შემთხვევებისაგან დაზღვევის დოკუმენტი;
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია;
- რეკომენდაციები - მინიმუმ სამი;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ინფორმაცია შესრულების ვადებსა და საგარანტიო პირობებზე.
- შევსებული სატენდერო წინადადება საპროექტო დოკუმენტაციის და ფასების ცხრილის მიხედვით;
- მსხვილი შესრულებული პროექტების ჩამონათვალი ფოტოალბომით, მინიმუმ სამი პროექტი;
- კომპანიის 2022-2023 წლების ფინანსური ბრუნვა, წარმოდგენილი პასუხისგებელი პირის მიერდამოწმებული საბანკო ამონაწერის (არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობის ბრუნვა);
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა: განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სამუშაოს შესრულების ვადა;
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარებაანაზღაურებას;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;
ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული(ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაშიწარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
დამატებითი პირობები:
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სამუშაოების დასრულების შემდეგ უზრუნველყოს ფართის და მიმდებარე ტერიტორიის გენერალური დალაგება/დასუფთავება.
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- პრეტენდენტი ვალდებულია ბანკის წარმომადგენლებთან ერთად წინასწარ დაათვალიეროს და დეტალურად შეისწავლოს შესასრულებელი სამუშაო;
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 21 თებერვალი 17:00 საათი;
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადაგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge;
ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
მობ: 595 901 200
ელ-ფოსტა: shorena.tavadze@lb.ge
ტექნიკურ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ:
ძირითადი მომსახურების განყოფილების უფროსი
ირაკლი ადამაშვილი
მობ: 591 28 42 02
ელ-ფოსტა: irakli.adamashvili@lb.ge
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
- 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
მოგესალმებით, ბანკი თავად თუ წარმოადგენს საბანკო გარანტიას? შემსრულებლისთვის მისაღებ ბანკში ან დაზღვევას? ასევე რატო უნდა დავათვალიერო ფართი თუ ნებისმიერ შემთხვევაში დამატებითი ხარჯი არ ანაზღაურდება დათვალიერებით რომ ვერ განვსაზღვრო დამიმატებთ? რატოა სავალდებულო? ფოტოსურათები რომ აგვიტვირთოთ არ შეილება? ბათუმიდან ამის გამო უნდა ჩამოვიდე? პროდუქციები რომელიც გამორჩენილია ხარჯთაღრიცხვაში, ვინ იხდის? ასევე გთხოვთ მასალათა მოცულობები დააკონკრეტოთ მაგ: ბურთულა სარქველი რა ზომა? 20?25? 40? 18 დან 12 პოზიცია დასაკონკრეტებელია 200 იანი მილი არ არსებობს არსებობს 219 იანი და აშ. უნდა ვივარაუდო პროდუქციები?