ჩაბარების ვადა:

29 თებერვალი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T20925 - ტენდერი რკინა-ბეტონის კონსტრუქციების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს "სილქნეტი" აცხადებს რკინა-ბეტონის კონსტრუქციებზე ტენდერს და იწვევს მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ კომპანიას.

პროდუქციის შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად, საჭიროების მიხედვით 1 (ერთი) წლის განმავლობაში.
გთხოვთ იხილოთ თანდართული ნახაზები დანართი #1-ის სახით. კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზება ნახაზებში მოცემული პირობების შესაბამისად.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

  • ტენდერის # - 2024/6
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება - 2024  წლის 29 თებერვლის ჩათვლით
  • განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში - 10 საათიდან 18 საათამდე

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები;  (მინიმუმ 3 კომპანიის);
  • კომპანიაზე  ზოგადი ინფორმაცია გამოცდილების შესახებ;
  • კლიენტების ჩამონათვალი.

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში და CD დისკზე;
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
  • მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით.

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან,  რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ.

მოთხოვნა:

წარმოდგენილი ფასები  უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით.

რეკვიზიტები:

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: ლაშა გამგებელი
ტელეფონი: +995 595 11 66 24
E-mail: lgamgebeli@silknet.com
მისამართი: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო N7

ტენდერის კატეგორია:

  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
  • 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
  • 14700000 ძირითადი ლითონები