ჩაბარების ვადა:
29 თებერვალი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT21005 - ტენდერი ნაგვის პარკების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“ აცხადებს ტენდერს ნაგვის პარკების შესყიდვასთან დაკავშირებით.
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილი, ტექნიკური დოკუმენტაცია.
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- საგარანტიო ვადა
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
- უკანასკნელი 1 წლის მანძილზე განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი (დამკვეთი ორგანიზაციისსაკონტაქტო პირის მითითებითა და მათ მიერ გაცემული რეკომენდაცია). არსებობის შემთხვევაში.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში უნდა უზრუნველყოს შესასყიდი პროდუქციის მიწოდება.
- საქონლის/მომსახურების მოწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. განიხილება საქონლის მიწოდება გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში ყოველთვიურად (ჯამში 12 თვე), მოთხოვნის შესაბამისად.
- დამკვეთის მიერ მიწოდებული საქონლის საფასურის ანაზღაურება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) სამუშაო დღეში.
შენიშვნა:
- საქონლის მიწოდება მიმწოდებლის ხარჯებით უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში მისამართზე: ქ. თბილისი, ლუბლიანას 66/ ნ. ბოხუას 12.
- ფასთა მოკვლევა არ ითვალისწინებს ვაჭრობის რამდენიმე ეტაპს, შესაბამისად, უნდა მიუთითოთ საქონლის საბოლოო ღირებულება.
- პრეტენდენტი ვალდებულია კლინიკის წარმომადგენელს (ტელ:599464130) წარუდგინოს ნიმუშები თითოეულ პოზიციაზე. გამარჯვებული კომპანიის ნიმუშები შეინახება კლინიკის საწყობში და დაედარება მოწოდებულ პროდუქციასთან.
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარებაანაზღაურებას;
- კლინიკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების დაცვით.
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
N | დასახელება | ზომა (სმ) | წონა | მიკრონი | საორიენტაციო რაოდენობა |
1 |
ნაგვის პარკი პატარა შესაკრავის გარეშე (შავი)
|
55/60
|
10 გრამი
|
15 |
75 000
|
2 |
ნაგვის პარკი საშუალო შესაკრავის გარეშე (შავი)
|
72/95
|
30 გრამი
|
30 |
35 000
|
3 |
ნაგვის პარკი დიდი შესაკრავის გარეშე (შავი) |
80/110
|
30 გრამი
|
30 |
35 000
|
- მახასიათებლების (ზომა, წონა, მიკრონი) ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ (+- 5) მაჩვენებლით.
- სასურველია ნაგვის პარკები იყოს დაფასოებული რულონებად და მოიცავდეს 10 ან 20 ერთეულს (პატარა პარკი 20 ერთეულ, საშულო და დიდი პარკი 10 ერთეული).
- საქონელი უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა (მათ შორის, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N472 დადგენილება) და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს.
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 29 თებერვალი 18:00 საათი
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: info@gudushauri.ge
- პრეტენდენტი ვალდებულია წინადადებას თან დაურთოს საქონელი ტექნიკური მახასიათებლების შესახებ არსებული დოკუმენტები
საკონტაქტო:
purchase@gudushauri.ge
ტენდერის კატეგორია:
- 19600000 ტყავის, ტექსტილის, რეზინისა და პლასტმასის ნარჩენი