29 თებერვალი 2024, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT21009 - ტენდერი ცეცხლმაქრების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" აცხადებს ტენდერს ცეცხლმაქრების შესყიდვასთან დაკავშირებით (#19/02-G-GIEC-FireExting-24).
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- მოთხოვნილი პროდუქციის ფასების ცხრილის შევსებული ფორმა; (დანართი N1);
- ცეცხლმაქრების ტექნიკური მახასიათებლების დამადასტურებელი სერთიფიკატები;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
მიწოდების ადგილი: გარდაბანი, აღმაშენებლის 2
მიწოდების ვადა: არაუგვიანეს 2024 წლის 10 აპრილისა
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
- კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი).
აუცილებელი პირობები:
- ცეცხლმაქრებს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5 წლიანი გარანტია;
- ცეცხლმაქრები უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი;
- უნდა მოყვებოდეს კედელზე მისამაგრებელი კრონშტეინი (სამაგრი);
- ცეცხლმაქრებს უნდა ჰქონდეს სპეციალური პლომბი;
- ფხვნილოვან ცეცხლმაქრს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მანომეტრი.
შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, საქართველო, ქ.თბილისი, 0160, კ. გამსახურდიას გამზ. #34, / ალ. ყაზბეგის გამზ. #2ა კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის
დასახელება - შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია, აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ცეცხლმაქრების შესყიდვასთან დაკავშირებით და ნომერი #19/02-G-GIEC-FireExting-24, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: ავთანდილ მანჯავიძე, ტელ: 595711272
შეთავაზების ვალუტა: ლარი (კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადების ჩათვლით)
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 29 თებერვალი , 17:00 სთ.
საკონტაქტო პირი:
amanjavidze@gig.ge
ტენდერის კატეგორია:
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები