27 თებერვალი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT21028 - ტენდერი ქ.ბათუმის სერვის ცენტრის საოფისე ავეჯის დამზადებასა და მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ქ.ბათუმის (დ.მამულაძის ქ.13) სერვის ცენტრის საოფისე ავეჯის დამზადებასა და მონტაჟზე.
ტენდერის მიზანია გამოავლინოს დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც შეძლებენ მოთხოვნილი მომსახურების გაწევას.
ტენდერის პირობები:
- მომწოდებელი უზრუნველყოფს მოთხოვნილი ავეჯის დამზადება/მიწოდებას კონტრაქტით განსაზღვრულ ვადებში;
- ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია ბანკის მიერ მითითებულ მისამართებზე;
- −წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მათ შორის დღგ და ტრანსპორტირების/მოწოდების ხარჯები საქართველოს მაშტაბით.
აუცილებელი მოთხოვნები:
- კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში მოღვაწეობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. ასევე , უნდა ჰქონდეს შესრულებული მსგავსი პროქტი;
- კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შევსებული ტენდერის სააპლიკაციო ფორმა დანართი N 1;
- წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმა და წინადადება აუცილებლად უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული;
- კომპანიის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ანგარიშსწორების პირობები:
- შეკვეთის დასრულების(დამზადება/მიწოდება) შემდგომ გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის ხელმოწერიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში შემსყიდველი უზრუნველყოფს ანგარიშსწორებას.
- მომწოდებელი ვალდებულია ანგარიში გახსნას სილქ ბანკში;
- ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება;
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
გამარჯვებულის გამოვლენა:
სატენდერო კომიტეტი განიხილავს წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს ერთ ან რამოდენიმე კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- შემოთავაზებული პროდუქციის ფასი;
- პროდუქციის ხარისხი/სპეციფიკაცია;
- მოწოდების ვადები;
- კომპანიის გამოცდილება.
მომწოდებლის მიერ წარმოსადგენი დამატებითი დოკუმენტაცია:
- სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3 კომპანიის);
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, გამოცდილება, კლიენტების სია (თავისუფალი ფორმით).
თანდართული დოკუმენტაცია :
- დანართი N1 - ტენდერის სააპლიკაციო ფორმა ;
- დანართი N2 – ფასების ცხრილი;
- დანართი N 3 - პროექტის ნახაზები
- დანართი N 4- რენდერები
შემოთავაზებების მიღების წესი:
შემოთავაზება დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინოთ სს სილქ ბანკის სათაო ოფისის კანცელარიში, 27 თებერვალს დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
მისამართი - ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N 2.
წარმოსადგენ დალუქულ კონვერტზე აუცილებელი მონაცემები
- ტენდერის სახელწოდება
- კომპანიის სახელწოდება
- საიდენტიფიკაციო ნომერი;
- საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა)
ამავდროულად, გთხოვთ სატენდერო წინადადება ასევე გამოაგზავნოთ ელექტრონული ფორმით 28 თებერვალს შემდეგ ელ.ფოსტაზე procurement@silkbank.ge
დოკუმენტის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით, კითხვები შეგიძლიათ მოიწეროთ procurement@silkbank.ge მისამართზე ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელ.ნომრებზე:
ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი
შალვა ლეჟავა
ტელ: 577362888
ლოჯისტიკის სამსახურის სპეციალისტი
ელენე მუსხელიშვილი
ტელ: 558750055
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 39100000 ავეჯი