ჩაბარების ვადა:
28 თებერვალი 2024, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T21061 - ტენდერი ქუთაისის რეფერალური კლინიკის სარემონტო სამუშაოებზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს კლინიკები“ პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: ქუთაისის რეფერალური კლინიკის სარემონტო სამუშაოებზე- მონაწილეობასა და წინადადების წარმოდგენას.
მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი წინადადება.
ტენდერის გამოცხადება: 21 თებერვალი
სატენდერო წინადადებების მიღების დასასრული: 28 თებერვალი 18:00 საათი
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას გააფორმებს სს „საქართველოს კლინიკები“.
- ტენდერის მიმდინარეობის მომდევნო ეტაპზე კომპანია იტოვებს უფლებას, პოტენციური მომწოდებლისგან მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია: შესრულებული პროექტების ჩამონათვალი, ცნობა სასამართლოდან, რეესტრის ამონაწერი, სარეკომენდაციო წერილი და ა.შ;
- გადახდის გრაფიკი შედგება მხარეთა შეთანხმებით;
- ასევე გთხოვთ ატვირთულ დოკუმენტაციას თან დაურთოთ სამუშაოების წარმოებისათვის შესაბამისი ლიცენზია/ ნებართვა.
- პრედენდეტმა უნდა წარადგინოს შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა.
- სამუშაოს შესრულების საორიენტაციო ვადა: არაუგვიანეს 1 თვე
შენიშვნა #1: გთხოვთ, წინადადებები წარმოგვიდგინოთ ადგილზე ვიზიტის და სამუშაოების შეფასების შემდგომ!
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის, 28 თებერვალი 18:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tkeshelashvilit@clinics.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე 551464422
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები