ჩაბარების ვადა:
12 მარტი 2024, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T21070 - ტენდერი ორი ერთეული ლიფტის შესყიდვა/მონტაჟზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
შპს სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტი აცხადებს ტენდერს 2 (ორი) ერთეული ლიფტის შესყიდვა/მონტაჟზე დაიწვევს კვალიფიციურ კომპანიებს. (ლიფტების სამონტაჟო მისამართია ქ.თბილისი, პ.დათუაშვილის ქ.N24). ლიფტების მონტაჟის დაწყება-დამთავრების საორიენტაციო პერიოდია 2024 წლის ივლისი-ოქტომბერი.
თანდართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ პროდუქციის შეთავაზებისთვის საჭირო ინფორმაცია:
- ლიფტების საინფორმაციო ფაილი
- ჭრილი
- 41-ე დადგენილება
- 41-ე დადგენილების შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:
- არსებულ სფეროში მოღვაწეობის გამოცდილება და შესრულებული პროექტები ბოლო 3 წლის განმავლობაში.
- პრეტენდენტი კომპანიის: იურიდიული, საბანკო რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია.
- საგარანტიო პირობების დეტალური აღწერა.
წინადადების წარდგენის წესი:
- არსებული პროექტის გათვალისწინებით გთხოვთ წარადგინოთ პროდუქტთა შესაძლო ვარიაციები.
- პროდუქციის დეტალური აღწერა: ზომები, მახასიათებლები, ფასი, ხარისხი, გარანტია.
- გამოყენებული მასალის,მოწოდებული საქონლის დეტალური აღწერილობა (მათ შორის წარმომავლობა და შესაბამისიხარისხის სერთიფიკატები).
- სახანძრო ლიფტები უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობის 41-ე დადგენილებისყველა პუნქტს და მომწოდებელმა უნდააიღოს პასუხსიმგებლობა ამ დადგენილებით ლიფტის ჩაბარების საკითხზე.
- მომწოდებელი პასუხისმგებელი უნდა იყოსლიფტების გამართულობაზე და ექსპლუატაციაში მიღებაზე.
- აუცილებელია თითოეული ვარიაციის ფოტო-მასალის წარდგენა.
- პროდუქციის მიწოდების, მონტაჟისა და ანგარიშსწორების დროის გეგმა-გრაფიკი.
- ღირებულება მითითებული უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით.
- შეთავაზების წარდგენა შესაძლებელია პრეტენდენტისთვის მოსახერხებელ ფორმატში და ვალუტაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის, 12 მარტი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: N/A;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ:
საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ ფორჩხიძე
ტელ: +995 557117111
ელ. ფოსტა: n.porchkhidze@apexd.ge
ტენდერის კატეგორია:
- 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები