ჩაბარების ვადა:
7 მარტი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT21092 - ტენდერი ობიექტების დაცვის მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ობიექტების დაცვის მომსახურებაზე .
დღეისათვის კომპანიას გააჩნია 480 სავაჭრო ობიექტი თბილისსა და რეგიონებში, რომელთა რიცხვიც იზრდება.
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- ოპერატიული თანამშრომლების რაოდენობა;
- მომსახურების არეალი საქართველოში (ლოკაციები და მისამართები);
- ინფორმაცია ოპერატიული დანიშნულების ავტომანქანების შესახებ (რაოდენობა, მარკა);
- პრეტენდენტის ოპერატიული მანქანები აღჭურვილი უნდა იყოს ჯი-პი-ეს მოწყობილობებით;
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ობიექტის დაცვა 24 საათიანი განრიგით ცენტრალიზებული დაცვის პულტის მეშვეობით;
- საჭიროების შემთხვევაში ცოცხალი ძალის გამოყოფა;
- დაგვიანების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის აღება ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობის გზით ზიანის დადგომის შემთხვევაში;
- რეაგირების დრო - 7 წთ;
- ობიექტზე დაგვიანების შემთხვევაში სრული ზარალის ანაზღაურება;
- კომპანიას უნდა გააჩნდეს ცხელი ხაზი, რომელიც მოგვემსახურება 24/7 დროის განმავლობაში;
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ ლიცენზია;
- ობიექტის საკონტროლო პანელი თავსებადი უნდა იყოს ძირითად პროტოკოლებთან:
- LINKS1000 cellular communication;
- LINKS2X50 long range radio transmitter;
- SIA და Contact ID; - საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, ა.შ.).
კომერციული პირობები:
- ყოველთვიური გადასახადი თითოეული ობიექტის დაცვაზე;
- დაცვითი ტექნიკური აღჭურვილობის სია (უნდა შეიცავდეს კვამლის დეტექტორსაც) და განფასება;
- დაცვითი ტექნიკური აღჭურვილობის მონტაჟის ღირებულება (1 წერტილი);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 7 მარტი, 18:00 საათი.
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41;
- შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 98300000 სხვადასხვა მომსახურება
- 71700000 მონიტორინგი და კონტროლი
- 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები