23 მარტი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT21099 - ტენდერი სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ აცხადებს ტენდერს სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვაზე.
კომპანიის შესახებ:
შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ 2006 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ახდენს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას
ამჟამად კომპანიის პორტფელში დაახლოებით 30-მდე ბრენდია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 17 წელზე მეტია ახორციელებს. მათ შორისაა: თელიანი ველი, სნო, კობი, აისი, ყაზბეგი, Heineken, Lavazza, Medoff, Stolichnaya, და სხვა.
პირობები:
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ერთი წლის ვადით;
- მომსახურების შესყიდვის პერიოდი: 01.04.2024 – 31.03.2025;
- სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადა 23.03.2024 18:00 საათი;
- წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში;
- ლიკვიდაციის პროცესში;
- საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში; - კომპანია იტოვებს უფლებას, ტენდერის დასრულებიდან 2 კვირის ვადაში გამოაცხადოს გამარჯვებული.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა.
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
- კომერციული წინადადება (სრულყოფილად შევსებული ხარჯთაღრიცხვის ფაილები ცვლილებების გარეშე, რომელიც უნდა მოიცავდეს შესყიდვის ღირებულებას, მოწოდების ვადას და გადახდის პირობას).
- ფასები მოცემული უნდა იყოს ლარში და მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
- ბოლო 3 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
- შიდა გადაზიდვების ტრანსპორტირების დაზღვევა.
- დაზღვევის პირობა მოიცავდეს პუნქტს, რომლის თანახმად სადაზღვევო ინციდენტის დადგომის შემთხვევაში მოსარგებლე მხარე იყოს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“.
- მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი. ისაკიანის ჩიხი #1.
შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: მარიამ კვარაცხელია
მის.: საქართველო, თბილისი, ისაკიანის #1
ელ. ფოსტა: m.kvaratskhelia@gdl.ge
ტელ.: +995 551 59 63 06
საკონტაქტო პირი: ვასილ ბეშკენაძე
მის.: საქართველო, თბილისი, ისაკიანის #1
ელ. ფოსტა: v.beshkenadze@gdl.ge
ტელ.: +995 551 31 20 97
ტენდერის კატეგორია:
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები