ჩაბარების ვადა:

11 მარტი 2024, 14:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
P
ფასების ცხრილი
T21135 - ტენდერი ობიექტებისთვის ქსელური სავალუტო ტაბლოების დამზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ობიექტებისთვის ქსელური სავალუტო ტაბლოების დამზადებაზე.

სატენდერო მოთხოვნები: იხ. ფასების ცხრილი.

ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:

  • დამატებითი პირობა - დამატებითი რაოდენობის შესყიდვის შემთხვევაში ერთეულის ფასი უნდა შენარჩუნდეს 2024 წლის 30 დეკემრამდე, ბანკი არ იღებს ვალდებულებას საქონლის სრული რაოდენობით შესყიდვაზე;
  • გარანტია - 10 წელი;
  • მიწოდების ვადა - შეკვეთიდან 10 სამუშოა დღე.

წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • შემოთავაზებული საქონლის ღირებულება (ინვოისის სახით);
  • შემოთავაზებული საქონლის სპეციფიკაციები (მათ შორის ზომები, ფოტოსურათი, ფენების რაოდენობა);
  • წარმოადგინოს ნიმუში ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • მონაწილე კომპანიების შეფასება მოხდება ღირებულების და მოწოდებული ნიმუშის მიხედვით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესოპირობების მქონე მომწოდებელს.
  • ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს პრეტენდენტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადიგანვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
  • ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში დაყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნითდასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათშორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასები ანგარიშით თუ  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათშორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტისან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას  ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად;
  • სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 11 მარტი 2024 (14:00 საათი)
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:

გიორგი ლომთაძე
glomtadze@bog.ge
+995 579 15 67 96



ტენდერის კატეგორია:

  • 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები
  • 31500000 გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათურები
  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    29 თებერვალი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა