ჩაბარების ვადა:

11 მარტი 2024, 14:00

სტატუსი:

გამარჯვებული

E
ელ. ტენდერი
T21144 - ტენდერი ბათუმის ობიექტის შიდა ვიტრაჟების დამზადება/მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ბათუმის ობიექტის შიდა ვიტრაჟების დამზადება/მონტაჟზე.

სატენდერო მოთხოვნები:

  • ობიექტის მისამართი - ბათუმი, მელიქიშვილის 5-7/რუსთაველის 43
  • პროფილების მწარმოებელი - Dormakaba
  • სპეციფიკაცია იხილეთ დანართი 1, დანართი 2.
  • კომპანიას უნდა ქონდეს ანალოგიური სამუშაოების შესრულების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.

წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
  • შემოთავაზებული საქონლის ღირებულება (ინვოისის სახით).
  • შემოთავაზებული საქონლის სპეციფიკაციები (მათ შორის ზომები, ფოტოსურათი, ფენების რაოდენობა).
  • წარმოადგინოს ნიმუში ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში.
  • კომპანიამ უნდა წარმოადგინოს Dormakaba -ს პროფილებზე წარმოშობის სერთიფიკატი.

დამატებითი ინფორმაცია:

ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.

მონაწილე კომპანიების შეფასება მოხდება ღირებულების და მოწოდებული ნიმუშის მიხედვით.

ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესოპირობების მქონე მომწოდებელს.

ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არავალდებულებს ბანკს პრეტენდენტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.

ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებახელშეკრულების პირობებს.

ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადიგანვითარების კომპონენტების მონიტორინგი.

ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში დაყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნითდასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათდოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათშორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათშორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 11 მარტი 2024 (14:00 საათი)
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:

გიორგი ლომთაძე
glomtadze@bog.ge
+995 579 15 67 96

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 39100000 ავეჯი
  • 39200000 ავეჯის აქსესუარები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    29 თებერვალი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა