
23 იანვარი 2017, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT2116 - ტენდერი სამედიცინო აპარატურისა და ინსტრუმენტების შესყიდვის თაობაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ტენდერს შემდეგი სახის სამედიცინო აპარატურისა და ინსტრუმენტების შესყიდვის მიზნით:
1. ფიზიოთერაპიული კომბინირებული (ელექტრო–ულტრაბგერითი) თერაპიული აპარატი – რაოდენობა 1 ცალი, დანართი #1.1;
2. მაგნეტო-ინფრაწითელი ლაზერული ფიზიოთერაპიული აპარატი–რაოდენობა 1 ცალი, დანართი#1.2;
3. ნეიროქირურგიული ინსტრუმენტები – რაოდენობა 20 ცალი, დანართი #1.3;
4. ეკგ (ჰოლტერი) მონიტორინგის აპარატი – რაოდენობა 2 ცალი, დანართი #1.4;
- აფიდავიტი მოცემულია დანართში #2;
- ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში №3;
- მოწოდების ადგილი: ქ. გორი
დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:
- საქონლის დასახელება, ფასი, ტექნიკური მახასიათებლები (პარამეტრები), რომლებიც წარმოდგენილ უნდა იქნას წინამდებარე განცხადებაზე დართული ფორმის შესაბამისად (დანართი#1.1–დანართი #1.4);
- მისაწოდებელი საქონლის ღირებულება* (ღირებულება მითითებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით), რომელშიც ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების ღირებულებაც;
- ღირებულების გადახდის პირობა;
- მიწოდების ვადა;
- საგარანტიო პირობები, ვადა (საგარანტიო პერიოდი არ უნდა იყოს 1 წელზე ნაკლები);
- საქონლის წარმოშობის ქვეყანა;
* შენიშვნა: პრეტენდენტი, რომელსაც საქონლის ღირებულების გადახდის პირობაში ავანსის სახით საქონლის საერთო ღირებულების 10%–ზე მეტი ან 5000 (ხუთი ათასი) ლარზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge–ს საშუალებით (ტენდერის # 50785 ) 2017 წლის 23 იანვარს, 15:00 სთ–მდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- საბანკო რეკვიზიტები;
- სრულყოფილად შევსებული ტექნიკური მახასიათებლების შემცველი ფორმა (დანართის #1.1-დანართის#1.4 სახით). დანართები აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი, „ექსელის“ ფორმატში.
- შევსებული აფიდავიტი დანართის №2 სახით;
- ბოლო სამი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური აღჭურვილობის სია და ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაცია;
წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ.
ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
ტენდერის კატეგორია:
- 33100000 სამედიცინო მოწყობილობები