ჩაბარების ვადა:

15 მარტი 2024, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T21165 - ტენდერი მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე m3-ის პროექტის, 5-6 ბლოკების რემონტის შემდგომი დასუფთავებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ემკვადრატის პარკი (405116716)  აცხადებს ტენდერს მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე m3-ის პროექტის, 5-6 ბლოკების რემონტის შემდგომი დასუფთავება, რაც მოიცავს:

  • ვიტრაჟების დასუფთავებას (ჩარჩოებით&ორმხრივად)
  • აივნების დასუფთავებას (იატაკი + მოაჯირები)
  • კარებების წმენდას (ორმხრივად)
  • სველი წერტილების დასუფთავებას
  • ყველა ტიპის ოთახის დასუფთავებას
  • დერეფნების დასუფთავებას
  • ტექნიკური ოთახების დასუფთავებას
  • კიბეების დასუფთავებას
  • ფოიეების დასუფთავებას
  • გაზის მრიცხველების ოთახების დასუფთავებას
  • ტამბურების დასუფთავებას
  • ყველა საჭირო ქიმიური საშუალებით და ინვენტარით მომარაგებას
  • ნაგვის გატანას

განსაკუთრებული პირობა:

  • შემსრულებელი ვალდებულია უზრუნველყოს კორპუსების ეტაპობრივი დასუფთავება 2024 წლის მარტიდან - ოქტომბრის პერიოდის ჩათვლით, დამკვეთის შეტყობინების საფუძველზე. დასუფთავების საორიენტაციო გეგმა-გრაფიკი თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას (იხ. დანართი N1).
  • დანართი N2-ის სახით ასევე შეგიძლიათ იხილოთ ბინების და არასაცხოვრებელი სივრცეების დეტალური მოცულობები.

1.2 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები: 

  • კომპანიის მიმოხილვა;
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, გამოცდილება, სერთიფიკატი/ლიცენზიები, იდენტურ სერვისზე რეკომენდატორი კომპანიის შესახებ ინფორმაცია;
  • დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
  • საწმენდი/ქიმიური საშუალებების მახასიათებლები და მწარმოებელი ბრენდები ;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.

1.3 სერვისის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა, გადახდის პირობა

  • სერვისის უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისადშემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, საბურთალოს რაიონი, ვაშლიჯვრის დასახლება, მარშალ გელოვანის გამზირი, N1 , მეორე ფაზა, 5/6 ბლოკები.
  • სამუშაოების დაწყების საორიენტაციო თარიღი: 03.2024
  • სამუშაოების დასრულების საორიენტაციო თარიღია: 10.2024
  • ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, შუალედური მიღება-ჩაბარებებისგაფორმებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაცია საავანსო გარანტიის წარმოდგენის შესაძლებლობაზე.

1.4 ზოგადი პირობები

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით. 
  • პრედენტდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა უნდა მოხდეს ობიექტის ადგილზე დათვალიერების და შეფასების საფუძველზე. ობიექტზე ვიზიტის ჩანიშვნის მიზნით პრედენდენტს კოორდინაციას გაუწევს პროექტის მენეჯერი, რომელსაც წინასწარი შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია დაუკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე: თემო ცისკარიშვილი - 577 185 814

1.5 ხელშეკრულების და საშემსრულებლო დოკუმენტების გაფორმება

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ძირითადი კომერციული პირობების შესაბამისად
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გააფორმოს ხელშეკრულება მხოლოდ ერთ კომპანიასთან.

1.6  სხვა მოთხოვნა

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 2024 წლის ბოლომდე .
  • „შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა,შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ანშეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას.

„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებულივებ-გვერდზე tenders.ge

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2024 წლის 15 მარტი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

შესყიდვების წარმომადგენელი:
ნია დანელია
591 16 24 24
ndanelia@m2.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    1 მარტი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა