ჩაბარების ვადა:

15 მარტი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T21167 - ფასთა გამოკითხვა სინჯების აღებისა და გაყოფის მოწყობილობის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს არ ემ ჯი კოპერი აცხადებს ფასთა გამოკითხვას სინჯების აღებისა და გაყოფის მოწყობილობის შესყიდვაზე.

  • შესყიდვის საგანი - სინჯების აღებისა და გაყოფის მოწყობილობა;
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 15.03.2024, 18:00 საათი
  • ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ;
  • პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება.

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა : ქართული, ინგლისური ან რუსული;
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში;
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ;
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება, გარდა ტექნიკურ დავალებაში მითითებული მოთხოვნებისა, უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: 

  • შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება;
  • ანგარიშსწორების პირობა;
  • მოწოდების ვადები;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია)
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ. 

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის. 

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის ელექტრონულ მისამართზე : procurement@richmetalsgroup.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

პროცედურული საკითხები:
ლილე პირველი
LPirveli@richmetalsgroup.com
+995 579 552 051

ტექნიკური საკითხები:

ბესო მენაბდიშვილი
BMenabdishvili@richmetalsgroup.com
+ 995 595 300 423

ტენდერის კატეგორია:

  • 42600000 ჩარხები
  • 38500000 საკონტროლო და გამოსაცდელი აპარატურა
  • 38900000 შეფასებისა და ტესტირების სხვადასხვა სახის ხელსაწყოები