ჩაბარების ვადა:
10 მარტი 2024, 18:00
სტატუსი:
უარყოფილი
E
ელ. ტენდერი
T21175 - ტენდერი A4 ფორმატის თაბახის ფურცლის შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ნოვა“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს A4 ფორმატის თაბახის ფურცლის შესყიდვაზე.
ლოტი 1: A4 ფორმატის თაბახის ფურცელი;
თანდართულ ფაილებში იხილეთ:
- ექვსი თვის მოსაწოდებელი A4 ფორმატის თაბახის ფურცელი;
- პროდუქციის მიწოდების მისამართი თბილისი;
სატენდერო მოთხოვნები:
- გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა განახორციელოს პროდუქციის მიწოდება თბილისში რ. აგლაძის ქ. N45-ში;
- მიწოდება იწარმოებს თვეში ერთხელ;
- გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მიიღოს შეკვეთა უშუალოდ ნოვას სამეურნეო შესყიდვების მენეჯერისგან;
დამატებითი ინფორმაცია:
- შემოთავაზებების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ერთიანად (სრულ რაოდენობაზე);
- შეთავაზებების განხილვის პროცესში შესაძლოა მოთხოვნილი იყოს ნიმუშის წარმოდგენა;
- გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 6 თვის ვადით;
- ანგარიშსწორება იწარმოებს პროდუქციის მიწოდებისა და მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდარულ დღეში.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- შევსებული ფასების ცხრილი (ფასები უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს);
- კომპანიის რეკვიზიტები (გთხოვთ მიუთითოთ პროექტის მენეჯერის საკონტაქტო ინფორმაცია);
- კორპორატიული კლიენტების სია.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 10 მარტი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ საკონტაქტო პირს:
გიორგი დანელია
ტელ: 597 739 297
ელ.ფოსტა: G.DANELIA@NOVA.GE
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა