10 მარტი 2024, 14:00
სტატუსი:
დასრულებულიT21206 - ტენდერი რბილი ავეჯის შესყიდვასა და მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ყაზბეგის 47” აცხადებს ტენდერს რბილი ავეჯის შესყიდვა/მონტაჟზე სკოლისთვის (#01/03-G/S-KAZB/FUR-2024)
მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი N47
ავეჯის ვიზუალური ნაწილი, რაოდენობა, ზომები და ფოტო მასალა იხილეთ დანართი N1-ში
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ინფორმაცია ტენდერში მონაწილეობის სურვილთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას პრეტენდენტის შესახებ და საკონტაქტო ინფორმაციას და საკონტაქტო პირზე ინფორმაციას (სახელი/ გვარი, პოზიცია, ტელეფონის ნომერი);
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით (ხელმძღვანელი პირის ხელმოწერით ან/და ბეჭდით დამოწმებული);
- ინფორმაცია მიწოდების ვადა/გრაფიკის შესახებ (დეტალური გრაფიკი თუ მოწოდება არის ეტაპობრივი);
- ინფორმაცია მოწოდებული ავეჯის ინსტალაციის/აწყობის ვადების შესახებ;
- მოსაწოდებელი პროდუქციის ფასების ცხრილი - შევსებული ფორმა (დანართი N2 );
- 1 ან 2 სარეკომენდაციო წერილი (Reference letter) რომელიც ადასტურებს კომპანიის გამოცდილებას ანალოგიური მოცულობის ან უფრო მასშტაბურ შესყიდვაზე;
- შემოთავაზებული / მოსაწოდებელი ავეჯის დეტალური აღწერა, რაოდენობა და ფოტომასალა (ჩვენი მხრიდან მოწოდებული დანართი N1-ის მსგავს ფორმატში);
- ინფორმაცია ტენდერში მონაწილე კომპანიის მიერ შემოთავაზებული ავეჯის მასალაზე (მყარსა და რბილ ნაწილზე) - შევსებული ფორმა (დანართი №3);
- ტენდერში მონაწილე კომპანიის მიერ შემოთავაზებული ავეჯის ხარისხის სერტიფიკატი;
- ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელ ქვეყანაშია წარმოებული ტენდერში მონაწილე კომპანიის მიერ შემოთავაზებული ავეჯი / ან ავეჯის დასამზადებელი მასალა;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - ინფორმაცია შემოთავაზებული ავეჯის საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ.
შენიშვნა: გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ მოწოდების და ავეჯის ადგილზე გაწყობის საბოლოო ვადა უნდა იყოს არაუგვიანეს 2024 წლის 01 ივლისი!
შენიშვნა: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არასრული განაცხადი არ განიხილება.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისიგაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისარ არსებობის შესახებ;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი: რბილი ავეჯის შესყიდვა #01/03-G/S-KAZB/FUR-2024;
წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის ქუჩა N10, ვახტანგ ჭეიშვილის სახელზე.
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 10 მარტი, 14:00 საათი.
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ვახტანგ ჭეიშვილი
ელ.ფოსტა: vatocheishvili7@gmail.com
საკონტაქტო ნომერი: 597 46 55 55
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 39100000 ავეჯი