14 მარტი 2024, 14:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T21239 - ტენდერი ვიზიტორის საოფისე სავარძლების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ვიზიტორის საოფისე სავარძლების შესყიდვის შესახებ.
მონაწილეობის ინსტრუქცია:
- ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც იურიდიულ ასევე ფიზიკურ პირებს;
- პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული დოკუმენტები;
- დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს, საჭიროებისამებრ მოითხოვს ნიმუშს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს;
- ტენდერში მონაწილემ სისტემაში უნდა ატვირთოს შევსებული დანართი N1-ფასების ცხრილი.
- შემოთავაზება უნდა აკმაყოფილბდეს დანართ N1-ში მოცემულ სპეციფიკაციებს.
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარშიგადასახადების ჩათვლით;
- შემოთავაზებულ პროდუქტს უნდა ჰქონდეს გარანტია არანაკლებ 2 (ერთი) წელი;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი N1);
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2); - ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
- წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში
იხილეთ თანდართული დოკუმენტაცია.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაცია აკმაყოფილბდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- შესაბამის სფეროში მოღვაწეობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- შესრულებული მსგავსი მასშტაბის პროექტები: არანკლებ 2;
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის /რეორგანიზაციის პროცესში;
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
- შემოთავაზებული პროდუქცია უნდა იყოს ახალი ექსპლუატაციაში არმყოფი;
- ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წამრმოადგინოს ნიმუში ან/და ნიმუშები; მოთხოვნიდან 2 კვირის განმავლობაში;
- ნიმუშების წარდგენა უნდა მოხდეს მონაწილის ხარჯებით;
- ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე.
მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:
დაინტერესებულმა კომპანიამ შემოთავაზებულ საქონელზე, სწორი ექსპლუატაციის პირობებში (გარდა გარეგანი ზემოქმედებით და მესამე პირის მხრიდან მიყენებული დაზიანებისა), მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან უნდა გაავრცელოს გარანტია არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადით. საგარანტიო პერიოდში, კომპანია ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს დაიზიანებული/დეფექტური სავარძლის ან/და მისი ნაწილის შეცვლა, ბანკის მხრიდან სათანადო შეტყობინების მიღების დღიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 14 მარტი, 14:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი ლომთაძე
579 15 67 96
glomtadze@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი