ჩაბარების ვადა:

11 მარტი 2024, 15:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T21244 - აუქციონი ბათუმის ოფისის ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე

აუქციონის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს აუქციონს ბათუმში, რუსთაველის N42-ში არსებული ოფისის, ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე სამუშაოები უნდა შესრულდეს დანართ N1-ში წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად.

სამუშაოები უნდა დასრულდეს არაუმეტეს 10 ივნისისა.

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური სამუშაოების შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება,

2020-2023 წლებში პრეტენდენტის ფინანსური შემოსავალი ანალოგიური სამუშაოებიდან უნდა აღემატებოდეს 1 მილიონ ლარს, მათ შორის პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 300 000 ლარის ანალოგიური სამუშოების შესრულების გამოცდილება, რაზეც უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოზე გაფორმებული ხელშეკრულებისდა ამ სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (სამუშაოების შესრულების აქტი, ან/დაშესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოებისდამადასტურებელი ცნობა). იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური გამოცდილება რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვებისსააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლოა მითითებულ იქნას  სისტემის მიერ მინიჭებული NAT/SPA/CMR ნომერი.

პრეტენდენტის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • არანაკლებ 2 (ორი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი
  • ფინანსური ბრუნვის ამონაწერი 01/01/2020 15/11/2023 პერიოდზე;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, (გამოცდილება, კლიენტების სია)
  • გამოცდილების შესახებ ინფორმაცია

პრეტენდენტებმა - “ფასების ცხრილშიუნდა მიუთითონ გამოსაყენებელი მასალების სასაქონლო ნიშანი და/ან მარკა/მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.

ბანკის მხრიდან შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს საავანსო საბანკო გარანტია და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ღირებულიბის 2% დან 5%-მდე. 

შესრულებული  სამუშაოს გარანტია:

აგარანტიო ვადა შესრულებულ სამუშაოზე და გამოყენებულ მასალებზე მოქმედებს მიღება-ჩაბარების აქტისგაფორმებიდან 2 წელი

სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენისშემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/დაარაჯეროვანი შესრულებით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებისაკუთარი ხარჯებით.

ანაზღაურების პირობები:

  • ანაზღაურების კონკრეტული პირობები დადგინდება გამარჯვებულ კომპანიასთან მოლაპარაკების შედეგად, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს, როგორც ყოველთვიური ანაზღაურება ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებზე წარმოდგენილი ფორმა 2-ების შესაბამისად, ასევე შესაძლოა განისაზღვროს პროექტის მიმდინარეობისას და დასრულებისას ორჯერადი ან სამჯერადი ანაზღაურება.
  • პრეტენდეტმა არ უნდა განაფასოს UPS-ის ღირებულება

ტენდერის შეფასების კრიტერიუმები:

  • 90% კომერციული ნაწილი/მთლიანი სატენდერო ფასი
  • 10% კომპანიის ანალოგიური გამოცდილება

დანართი N6: დამატებითი მოთხოვნები მასალებთან და სამუშაოს ორგანიზებასთან დაკავშირებით:

  • გამოყენებული მასალის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს. ყველა მასალა, მოწყობილობა, საკომპლექტო ნაწილი, სამარაგო საგანი, ხელშეკრულების ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი, მაღალი ხარისხის, საუკეთესო დონეზე დაპროექტებული და დამზადებული. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები, მოწყობილობები და საკომპლექტო ნაწილები არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული;
  • სამუშაოების წარმოების პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და ნორმებს. სამუშაოების შესრულების პროცესში პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის შემოფარგვლა და დამცავი გამაფრთხილებელი თვალსაჩინოების მანიშნებლების დაყენება;
  • მასალები უნდა ინახებოდეს დახურული წესით, გარდა იმ მასალებისა, რომლებიც ნორმების მიხედვით ინახება ღია ცის ქვეშ. მასალებისა და კონსტრუქციების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და სამშენებლო ნორმებს. სამუშაოს დაწყებისთანავე წარმოდგენილი და შეთანხმებული უნდა იყოს სამუშაოს წარმოების გეგმა;
  • შემსრულებელმა უნდა აწარმოოს ფარული სამუშაოების აქტები იმ სამუშაოებზე, რომლებზეც საჭიროა აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოება;
  • მშენებლობის დროს აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო სტანდარტებით ხელმძღვანელობა, მათი ჯეროვნად შესრულება და მოთხოვნების დაცვა;
  • სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული თანამშრომლები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით და ასევე უნდა სრულდებოდეს საერთო კოლექტიური დაცვის ღონისსძიებებიც. აუცილებელია უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო მომქმედი წესების, ნორმებისა და ინსტრუქციების დაცვა. სამუშაოების შესრულებისას, შემსრულებელმა თითოეული სამუშაოსთვის უნდა უზრუნველყოს ისეთი უსაფრთხო და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი სამუშაო პირობები, რის შესაძლებლობასაც იძლევა საქმიანობის ხასიათიდა რაც დადგენილია მიმდინარე პერიოდში საქართველოში არსებული შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების მიერ;

სამუშაო ადგილის მომზადებასა და გარემოს დაცვისათვის და შრომის უსაფრთხოების დაცვისთვის შემსრულებელი პასუხისმგებელია:

  • შეასრულოს სამუშაოები შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვით;
  • უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა;
  • მინიმუმამდე დაიყვანოს სამუშაოებთან დაკავშირებული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა გარემოზე;
  • სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი თავისი ძალებით და სახსრებით 5 დღის განმავლობაში ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან და ა.შ.
  • სამშენებლო ობიექტზე შეიძლება დაშვებულ იქნას მხოლოდ ის პირი, რომელთაც გავლილი ექნება ტექნიკის უსაფრთხოების და სანიტარულ წესებზე სპეციალიზირებული ინსტრუქტაჟი;
  • მოძრაობისათვის სახიფათო ზონებში საჭიროა დაიდგას სპეცილიზირებული გამაფრთხილებელი ნიშნები;
  • სამუშაო ადგილები უნდა იქნას უზრუნველყოფილი სამუშაოს წამოებისათვის საჭირო უსაფრთხოების ინვენტარით;
  • სამუშაოს დაწყების წინ მუშები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ დამცველი ჩაჩქანებით, სპეცილიზირებული ტანსაცმლით და ფეხსაცმლით;
  • მშენებლობისათვის გამოყოფილი ყველა ჯგუფი უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირველადი დახმარების მედიკამენტებით;
  • სამუშაოების დროს დაცული უნდა იყოს სპეც ტექნიკის გამოყენების ყველა წესი და უსაფრთხოების სტანდარტი.
  • ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების შესრულებას მშენებლობაზე უნდა დაეთმოს განსაკუთრებული ყურადღება;

ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 11 მარტი, 15:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი;
  • შეთავაზების მაქსიმალური ოდენობა: 300 000 ლარი;
  • ფასის კლების ბიჯი: 2000 ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ბექა მუმლაძე
b.mumladze@bog.ge

+995 551 46 20 03

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    6 მარტი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • მაქს. ოდენობა: 300'000.00 ‎₾
  • ფასის კლების ბიჯი: 2'000.00 ‎₾