5 აპრილი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT21412 - ტენდერი სარწყავ არხზე წყალამღები ნაგებობის, სატუმბი სადგურის და წყლის მიმწოდებელი ხაზის მოწყობისთვის შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანა
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 5 აპრილი 2024 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
აიპ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ს/კ 201950898 აცხადებს ტენდერს სარწყავ არხზე წყალამღები ნაგებობის, სატუმბი სადგურის და წყლის მიმწოდებელი ხაზის მოწყობისთვის შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე.
შესასრულებელი სამუშაოების აღწერა/ტექნიკური დავალება და მოთხოვნები:
წინამდებარე პროექტი ითვალისწინებს ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფ. დიმის ტერიტორიაზე დიმ-როკითის სარწყავ არხზე წყალამღები რეზერვუარის და სატუმბი სადგურის მოწყობას. სატუმბი სადგურიდან მილსადენის მაგისტრალური ხაზით წყლის სამარაგო რეზერვუარამდე მიწოდებას საქართველოში არსებული ნორმატივების შესაბამისად;
- წყალამღები რეზერვუარის, სატუმბი სადგურის და მილსადენის მოსაწყობად გასათვალისწინებელია:
 - სარწყავ არხზე წყალამღების მოწყობა ჩამკეტი ფარებით ПС 60-60 და წყლის გამფილტრავი კონსტრუქციით;
 - მიმღები რეზერვუარის მოწყობა გრუნტის ქვეშ, მინიმუმ 18 მ3 მოცულობით;
 - მიწისზედა სატუმბი სადგურის მოწყობა რეზერვუარის ზემოდან (დროებითი ნაგებობა) ზომებით 2.4 m X 2m .
 - 750 მეტრის სიგრძის მილსადენის მაგისტრალური ხაზის მოწყობა PE100, SDR17, PN10, D90 მმ მილის გრუნტში ჩადებით.
 
შესასრულებელი პროექტის შესახებ სრული ინფორმაცია და ტექნიკური პირობები მოცემულია:
- დანართი #1 - სარწყავი სისტემის ქსელისთვის წყლის მიწოდების პროექტი
 - დანართი #2 - პროექტის კონსტრუქციული ნაწილი
 - დანართი #3 - სარწყავი სისტემის ქსელის ელექტროობის პროექტი
 
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტაციაში.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე.
 - პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება დახურულ კონვერტში ან გამოაგზავნოს ორგანიზაციის ელ. ფოსტაზე administration@elkana.org.ge
 - 
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 5 აპრილის 18:00 სთ
 
დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაცია ტენდერის პროცედურების შესახებ შეუძლიათ მიიღონ:
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“, თბილისი, გაზაფხულის ქ.#61;
საკონტაქტო პირი:
მედეა გაბუნია
ტელ:253 64 89; 599 551068
ელ.ფოსტა: administration@elkana.org.ge
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
 - 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები
 
დოკუმენტაცია
გამარჯობა
მოგესალმებით, რო შეგვიძლია დაგეხმაროთ? თქვენ თუ გაქვთ შეკიტხვა შეგიძლიათ მომწეროთ ტენდერში მითითებულ ელ. ფოსტაზე და ან დამიკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე